მარიუპოლი – 8 წლის წინ ტერორისტებისგან გათავისუფლებული ქალაქი დღეს ისევ საფრთხეშია

2014 წლის 13 ივნისი მარიუპოლის ისტორიაში მნიშვნელოვანი დღე გახდა – უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქი პრორუსი ტერორისტებისგან გაათავისუფლა.

2014 წლის გაზაფხულზე ტერორისტები დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიების დიდ ნაწილს აკონტროლებდნენ. აპრილის შუა რიცხვებში ისინი ქალაქის საბჭოს შენობაში შეიჭრნენ, ხოლო 9 მაისს შსს-ს შენობაში შევიდნენ და რამდენიმე უკრაინელი ძალოვანი მოკლეს.

მომდევნო დღეს ანტიტერორისტულმა შტაბმა ნაციონალური გვარდიის მებრძოლები, უსაფრთხოების მიზნით, დროებით გაიყვანა. 10 მაისიდან 13 ივნისამდე მარიუპოლის ცენტრი ბარიკადებით იყო გადაკეტილი, ქალაქში იტაცებდნენ ადგილობრივებს, ხოლო მშობლებს ბავშვების გარეთ გაშვების ეშინოდათ.

ბატალიონი „აზოვი“, რომელიც 2014 წლის 5 მაისს ჩამოყალიბდა და ახლა ნაციონალურ გვარდიაში შედის, მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოხალისეობრივი ქვედანაყოფი იყო. ზუსტად მათზე ამყარებდა უკრაინის შს სამინისტრო იმედებს მარიუპოლის გათავისუფლების საქმეში. ოპერაციისთვის 2 კვირის მანძილზე ემზადებოდნენ – მებრძოლები მომზადებას ბერდიანსკში გადიოდნენ, შსს-ს პოლიგონზე. ბატალიონი სრულად იყო აღჭურვილი. გათავისუფლების ოპერაცია პარასკევს, 2014 წლის 13 ივლისს, 4:50-ზე დაიწყო. ოპერაციის მსვლელობისას დააკავეს 20 ტერორისტი, 17 დაიჭრა, ხოლო 5 დაიღუპა.

მარიუპოლის გათავისუფლების დღე გარდამტეხი გახდა ამ ქალაქის ისტორიაში. უკრაინამ ხელი შეუშალა რუსეთს, გაეგრძელებინა სიტუაციის ესკალაცია.

დღეს, როდესაც უკრაინა-რუსეთს შორის მიმდინარეობს ომი], რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში უკანონო შეჭრით დაიწყო, ქალაქი მარიუპოლი კვლავ რუსეთის ერთ-ერთი სამიზნე გახდა. ქალაქის ერთ-ერთ რაიონზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.

დღეს მარიუპოლი ნაწილობრივ ბლოკირებულია და ელემენტარულს საჭიროებს, როგორიცაა: წამალი, საკვები, ელექტროენერგია და ა.შ..  ქალაქში სურსათის მიწოდება ძალიან გართულებულია. მოსახლეობა სარდაფებში იმალება.

უკრაინის ნაციონალური პოლიციის ინფორმაციით, მარიუპოლში, კალმიუსკის რაიონში ჭურვი სკოლის შენობასაც მოხვდა.

სამოქალაქო პირები ძალ-ღონეს არ იშურებენ საკუთარი ქალაქების დასაცავად. თავდასხმის მოლოდინში ადგილობრივებმა „მოლოტოვის კოქტეილები“ მოამზადეს და ქალაქში შემოსულ მტრის ტანკებს აფეთქებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები