პროკურატურაში მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს

საქართველოს მთავარ პროკურატურაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის დაუსწრებლად წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს.
პროკურატურაში იმყოფება მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ოთარ კახიძე. როგორც კახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღესვე მიიღებს მასალებს, რის შემდეგაც გაეცნობა მტკიცებულებებს და ბრალდების დადგენილებას.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა. მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდების შესახებ დადგენილებები გამოტანილ იქნა ასევე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილისა და თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას მიმართ. უწყების ინფორმაციით, საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრას და არკადი პატარკაციშვილოის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები