ხარკოვი ადრე და ახლა (ფოტოკოლაჟი)
რუსული ჯარები უკვე, თითქმის, ერთი კვირაა უკრაინას თავს ესხმიან. ყველაზე მეტად ამჟამად დაზიანებულია ქალაქი ხარკოვი, სიდიდით მეორე ქალაქი უკრაინაში. პირველ მარტს რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვში სარაკეტო თავდასხმა საცხოვრებელ მიკრორაიონებში განახორციელეს. სარაკეტო თავდასხმა მოხდა თავისუფლების მოედანზეც, სადაც ხარკოვის რაიონული ადმინისტრაციის სახლი მდებარეობს. რაკეტებმა უამრავი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლეს, ხოლო ისტორიული ქალაქის ზოგიერთი რაიონი, ფაქტობრივად, ნანგრევებად აქციეს.