პუტინი, რომელიც ჯოჯოხეთში იწვის – ფრესკა ლვოვის ეკლესიაში
2017 წლის აღდგომას, წმინდა იოსაფატის ტაძარში, ჩერნოგრადში, ლვოვის რაიონში გახსნენს ფრესკა, რომელზეც გამოსახულია „განკითხვის დღე“. ფრესკამ, რბილად რომ ვთქვათ, მრევლი გააოცა – ჯოჯოხეთში მყოფ ცოდვილებთან ერთად, იქ ასევე გამოსახულია სსრკ-ს გერბი, ფაშისტური სვასტიკა, საბურავები და ადამიანი, რომელიც ძალიან ჰგავს ვლადიმერ პუტინს.
ტაძრის მღვდელმთავარია მიხაილ ნისკოგუზი, რომელიც ცნობილია, როგორც რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პირველი მღვდელი, რომელიც გადავიდა უკრაინის ბერძნულ-კათოლიკურ ეკლესიაში და იყო მაიდანის აქტიური მონაწილე. სწორედ მამა მიხაილმა „აკურთხა“ იური ლუცენკოსა და იულია ტიმოშენკოს სასამართლო პროცესები.
„ვიღაც ხედავს, რომ ეს არის პუტინი, სხვები ხედავენ, რომ ეს არის ბიუროკრატი, რომელმაც გაძარცვა ქვეყანა და ბოლო დღეებშიც კი ვერ ხედავს აღდგომას. იქ (ჯოჯოხეთში) იწვიან ისინი, ვინც ცრემლები, მკვლელობები, სისხლი და სიკვდილი გამოიწვია“, – ამბობდა მიხაილ ნისკოგუზი.
ტაძრის კედლებზე არის სხვა საინტერესო „ნამუშევარი“, რომლებზეც გამოსახულია უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიისა და უკრაინის გამორჩეული ფიგურები.
გარდა ამისა, სოციალურ ქსელებში ვრცელდება კიდევ ერთი ფოტო, რომელზეც გამოსახული არიან ვლადიმერ პუტინი, ბარაკ ობამა და დალაი-ლამა. როგორც ირკვევა, აღნიშნული ნახატი გამოსახულია ბელარუსში, ერთ-ერთ კათოლიკურ ეკლესიაში.
აღნიშნული ნახატი უკავშირდება ქრისტეს შობას, თუმცა მწყემსების მაგივრად, ნახატზე გამოსახულია მოხუცი ყავარჯნით და უმწეო მამაკაცი, ხოლო ღვთისმშობელთან მუხლმოდრეკილი დგას ვლადიმერ პუტინი. ის ვაშლის მსგავს ძღვენს დებს ღვთისმშობლის ფეხებთან. სწორედ მის ზურგს უკან დგანან დალაი-ლამა და ბარაკ ობამა.
წყაროს მიხედვით, მხატვარმა ეს შემდეგნაირად ახსნა: „თუ გახსოვთ, არის ასეთი მომენტი, როდესაც ღვთისმშობელთან სამი მოგვი მივიდა: გასპარი, ბალთაზარი და მელქიორი, რომლებიც ხშირად არიან გამოსახული, როგორც სხვადასხვა რასის წარმომადგენლები – ფერადკანიანი, თეთრკანიანი და ყვითელკანიანი. ამიტომ, ასეთი გმირები ფრესკას ძალიან მოუხდნენ“.