თუ ქირის ფულს არ გადაიხდით, თქვენს მიცვალებულს ნაგავსაყრელთან გადაასვენებენ – გვატემალას სასაფლაოს საშინელი წესი

თუკი ქირის დრო მოვიდა და ფული გადახდილი არ არის, საფლავების დამლაგებლები მას გახსნიან, ცხედარს ამოასვენებენ და გადაასაფლავებენ. ყველა ცხედარს, რომელსაც არ მოაკითხეს, პოლიეთილენის პარკში განათავსებენ და მასობრივი დასაფლავების ადგილებში დაკრძალავენ. ცხედარი, რომელიც მიწისზედა საფლავებშია დაკრძალული, გაცილებით მალე შრება, აქედან გამომდინარე, ის არ იხრწნება, არამედ მუმიფიცირდება. აი, ასეთი წესია გვატემალას სასაფლაოზე.

გვატემალას დედაქალაქის ორი ყველაზე დიდი სასაფლაო იმდენად სავსეა, რომ ნათესავებს გარდაცვლილებისთვის საფლავის დაქირავება უწევთ. შესაბამისად, თუკი ისინი ქირის გადახდას აგვიანებენ, მათ მიცვალებულებს „გადასახლება“ ემუქრებათ.

ქირის ასეთი წესი სულაც არ არის ახალი, მაგრამ ახლა სულ უფრო და უფრო მეტი ცხედარი იგზავნება მასობრივი დასაფლავების ადგილებში, მთავარი სასაფლაოდან ცოტა მოშორებით, ქალაქის ნაგავსაყრელთან ახლოს, სადაც საზარელი სუნი ტრიალებს და სვავები ბუდობენ.

ამ ქვეყნის მდიდარი ადამიანები კერძო მიწას ამჯობინებენ, მაგრამ ისინი, ვისაც საზოგადოებრივი სასაფლაოს გამოყენება უწევთ, იძულებული არიან, გადაიხადონ 25 დოლარი სასაფლაოს ექვსი წლით დაქირავებისთვის. ყოველი მომდევნო ოთხი წლით ქირის გაგრძელება 23 დოლარი ღირს. ქვეყანაში, სადაც ხალხს საკვებისთვის უჭირს ფულის შოვნა, ეს ძალიან დიდი თანხაა.

სასაფლაოს ადმინისტრატორის თქმით, მთავრობამ უკვე 3600 დეპეშა გააგზავნა დასაფლავებულების ნათესავებთან ექსჰუმაციის თაობაზე. მათ შორის, 1500 ბავშვის საფლავია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები