ვანო მერაბიშვილსა და გიგი უგულავას ახალი ბრალი უკვე წაუყენეს

შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილსა და თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას ახალი ბრალი უკვე წაუყენეს.
ახალი ბრალდება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრისა და ბადრი პატარკაციშვილის ქონების ხელში ჩაგდების საქმეს უკავშირდება.
ვანო მერაბიშვილის ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, საქმეში კონკრეტული მტკიცებულებები არ არსებობს.
“ამ შინაარსის მუხლი მას უკვე ჰქონდა წარდგენილი და მისჯილიც აქვს 26 მაისის ფაქტთან დაკავშირებით, სადაც უამრავი ლაფსუსი აქვს პროკურატურას. დარწმუნებული ვარ, ახალ სისხლის სამართლის საქმეშიც ექნება მას ცდომილება, რადგან ჰყავს ერთი და იგივე მოწმეები, რომლებსაც ყველა პროცესზე იყენებენ. რაღაც ახალს არ ველოდებით, ველოდებით დამატებითი შოუს ელემენტებს”, – აღნიშნა ჩივიაშვილმა.
ამავე საქმეში ბრალი ედება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილსა და იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს. მათ ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები