პარიზი 1839 წელი, ლუი დაგერის ფოტო (პარიზი (ფრანგ. Paris [paˈʁi] პაღი) — საფრანგეთის დედაქალაქი და ქვეყნის უდიდესი ქალაქია, ასევე ადმინისტრაციული ცენტრი ილ-დე-ფრანსის რეგიონის, რომელიც მოიცავს პარიზსა და მის შემოგარენს. პარიზი ევროპის წამყვანი კულტურული, ბიზნეს და პოლიტიკური ცენტრია, დამახასიათებელი ნეოკლასიკური არქიტექტურითა და მისი გავლენით მოდასა და ხელოვნებაზე. მეტსახელად „სინათლის ქალაქი“ (la Ville Lumière), პარიზი XIX საუკუნიდან მოყოლებული ყველაზე რომანტიკული ქალაქის რეპუტაციით სარგებლობს.)
ლოს-ანჯელესი 1860 წელი (ლოს-ანჯელესი, შემოკლებით ელ-ეი (LA), ანგელოზთა ქალაქი — მოსახლეობით რაოდენობის მიხედვით, აშშ-ის მეორე ქალაქი, ნიუ-იორკის შემდეგ. ქალაქის სტატუსი მიენიჭა 1850 წლის 4 აპრილს და ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრია. 2016 წელს მოსახლეობის რაოდენობამ 4 მილიონს გადააჭარბა. ლოს-ანჯელესი ქვეყნის მთავარი კულტურული, ეკონომიკური, სამეცნიერო და გართობის ცენტრია. ეს არის ქალაქი, სადაც თავს იყრის დედამიწის, თითქმის, ყველა ერის წარმომადგენელი.)
ლონდონი, 1839 წელი, ტრაფალგარდის მოედანი (ლონდონი (ინგლ. London [ˈlʌndən]) — დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი. მდებარეობს მდინარე ტემზაზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში. 2021 წლის მონაცემებით, ქალაქის სრული მოსახლეობა შეადგენს 8,961,989 ადამიანს, აქედან 3,535,700 შიდა ლონდონში ცხოვრობს, აგლომერაციაში კი — 14,257,962 ადამიანი. ლონდონი დიდი ბრიტანეთის ფინანსური ცენტრია, ხოლო მსოფლიო ფინანსურ ცენტრთაგან — ერთ-ერთი. მას წამყვანი ადგილი უჭირავს მსოფლიო მოდის ინდუსტრიაშიც. ქალაქს აქვს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სატრანსპორტო სისტემა. ჰითროუს აეროპორტი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესია მგზავრთა რაოდენობით. ლონდონში მსოფლიოში ყველაზე ბევრი — 480 უცხოური ბანკია. ჟურნალმა „ნიუ-იორკ“ ლონდონს XXI საუკუნის „მსოფლიოს დედაქალაქი“ უწოდა.)
იერუსალიმი, 1844 წელი (იერუსალიმი (ებრ. יְרוּשָׁלַיִם — იერუშალაიმ, არაბ.: القُدس — ალ-ყუდსი (ქართ. — წმინდა) — ისრაელის სახელმწიფოს დედაქალაქი, წმინდა ქალაქი სამი მონოთეისტური რელიგიის – იუდაიზმის, ქრისტიანობისა და ისლამის — მიმდევართათვის. მოსახლეობა: 695 000 (დაახ. 2/3 ებრაელი, 1/3 არაბი). მდებარეობს იეჰუდის (იუდეის) მთების გულში, ზღვის დონიდან 800 მეტრის სიმაღლეზე. იყოფა ძველ და ახალ (ძველზე გაცილებით დიდ) ქალაქად.)
ტოკიო, 1866 წელი (ტოკიო (იაპონ. 東京) — იაპონიის 47 პრეფექტურიდან ერთ-ერთია და მოიცავს მჭიდროდ დასახლებულ რეგიონს, რომელსაც ადრე ქალაქ ტოკიოს უწოდებდნენ, და რომელიც ასევე დიდი ტოკიოს აგლომერაციის შუაგულს წარმოადგენს. იგი წარმოადგენს მსოფლიოს უმსხვილეს ეკონომიკურ ცენტრს[2], მიუხედავად იმისა, რომ ტოკიო ქალაქი არაა, მას იაპონიის დედაქალაქად თვლიან და ის წარმოადგენს ამ ქვეყნის მთავრობისა და იმპერატორის სამყოფელს. ტოკიოში დაახლოებით 12 მილიონი ადამიანი, ქვეყნის მოსახლეობის 10%, ცხოვრობს. იგი დასახლებული იყო უხსოვარი დროიდან.)ნიუ-იორკი, 1848 წელი, ზემო ვესტ-საიდი (ნიუ-იორკი (ინგლ. New York [nʲuːˈjɔːɹk]) — ქალაქი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკის შტატში. 8-მილიონიანი ნიუ-იორკი ამერიკის ყველაზე დიდი და ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია. მის აგლომერაციაში 22 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ქალაქი რომ ამავე სახელწოდების შტატისგან განასხვაონ, მას ნიუ-იორკ-სიტის უწოდებენ. ქალაქის მეტსახელია „დიდი ვაშლი“ (ინგლ. Big Apple). ნიუ-იორკი საერთაშორისო ფინანსების, პოლიტიკის, გართობისა და კულტურის ცენტრია. მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გლობალური ქალაქი გამოირჩევა მუზეუმთა, გალერეათა, სამხატვრო-საშემსრულებლო დაწესებულებათა, უმაღლეს სასწავლებელთა, მედიის, საერთაშორისო კორპორაციათა და საფინანსო ბაზართა შეუდარებელი რაოდენობით. აქ მდებარეობს გაეროს შტაბ-ბინა.)
მუმბაი, 1850 წელი (მუმბაი (მარათ. मुंबई; /mʊmˈbaɪ/, უწინ ბომბეი) — ქალაქი ინდოეთში, მაჰარაშტრას შტატის დედაქალაქი, ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქი ინდოეთში და ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ქალაქი მსოფლიოში 12,442,373 მილიონი მცხოვრებით (2011 წლის მონაცემებით). მდებარეობს სალსეტის კუნძულზე, მაჰარაშთრას დასავლეთ სანაპიროსთან. მეზობელ გარეუბნებთან ერთად ის ქმნის მსოფლიოს სიდიდით მეექვსე აგლომერაციას, 21 მილიონი მცხოვრებით. ქალაქს ღრმა ბუნებრივი ყურე აქვს. მის პორტში გადის ინდოეთის მგზავრთა ნახევარი და ტვირთის მნიშვნელოვანი ნაწილი. მუმბაი ინდოეთის კომერციული და გართობის ცენტრია.)
ბერლინი, 1840 წელი (ბერლინი (გერმ. Berlin) — გერმანიის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი ფართობის და მოსახლეობის მიხედვით. ქალაქის მოსახლეობა 3 711 930 (2017) ადამიანს შეადგენს, რაც მას ლონდონის შემდეგ ევროკავშირის ყველაზე დასახლებულ ქალაქად აქცევს. ქალაქი გერმანიის 16 ფედერალური მხარიდან ერთ-ერთია და იგი გარშემორტყმულია ბრანდენბურგის მხარეთი, რომლის დედაქალაქიც პოტსდამია, რომელიც უშუალოდ ბერლინს ესაზღვრება. ქალაქი მნიშვნელოვან მაგისტრალურ კვანძს წარმოადგენს. ბერლინი მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრია მრავალი უნივერსიტეტით, უმაღლესი სასწავლებლით, კვლევითი დაწესებულებით, თეატრით, მუზეუმითა თუ კულტურული ძეგლით.)