დომინიკელთა რესპუბლიკის 7 „მომაკვდინებელი ცოდვა“
გასაგებია, რატომაც ჩამოდიან და რჩებიან დომინიკელთა რესპუბლიკაში. ეს, პირველ რიგში, მუდმივი ზაფხულია: თბილი, როგორც ლუდი, რომელიც გამათბობელთან დაგრჩა; ზღვა, ქათქათა სანაპიროებით – „ბაუნტის“ რეკლამიდან, მაგრამ არსებობს ბევრი რამ, რასაც ტუროპერატორი და მედია ხშირად მალავს. შეიძლება ითქვას, რომ ეს დომენიკის რესპუბლიკის ბნელი, ცოდვილი მხარეა.
1. არალეგალური იმიგრაცია თითქმის ლეგალურია
დომენიკის რესპუბლიკის კანონმდებლობის თანახმად, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს რესპუბლიკაში ჩასვლა და დარჩენა ერთი თვის განმავლობაში შეუძლიათ. ვიზას ისინი ჩაფრენისთანავე, პირდაპირ აეროპორტში იღებენ. სინამდვილეში, ტურისტთა უმრავლესობა იქ თვეზე მეტხანს რჩება და შესაბამის საბუთსაც არ იღებს, სახელმწიფო კი, სავიზო რეჟიმის დარღვევისას საკმაოდ ლოიალურია.
თეთრკანიან ტურისტს არავინ სთხოვს პასპორტს და არ უმოწმებს ვიზას. ჯარიმა ვიზის ვადის გასვლაზე მაინც მიზერულია და ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით, არავითარი სხვა სანქცია არ არსებობს. რეალურად, ვიზა ან მოქალაქეობა აქ მხოლოდ სამუშაოს საშოვნელად (რაც ადგილობრივებისთვისაც არ არის საკმარისი) ან იარაღის შესაძენადაა საჭირო.
2. იარაღით ვაჭრობა თავისუფალია?
დიახ, დომინიკელთა რესპუბლიკაში, ფაქტობრივად, თავისუფლად შეგიძლიათ შეიძინოთ და თან ატაროთ ცეცხლსასროლი იარაღი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ შეგიძლიათ წახვიდეთ სპეციალურ მაღაზიაში და „კალაშნიკოვი“ იყიდოთ. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ შეგიძლიათ აიღოთ ლიცენზია და შემდეგ წახვიდეთ სპეციალურ მაღაზიაში იარაღის შესაძენად, მაგრამ ამისათვის თქვენ უნდა იყოთ, როგორც მინიმუმ, რეზიდენტი, 30 წელს გადაცილებული და არ იყოთ ალკოჰოლიკი.
3. ტოტალური კორუფცია
ქრთამს იღებს ყველა, ყველგან და თითქმის ყოველთვის. დანაშაულის გამოსყიდვა მარტივადაა შესაძლებელი – ეს მხოლოდ ფასის საკითხია, რომელიც არც თუ ისე მაღალია.
4. „საინტერესო“ ნივთიერებები
იყიდება ყველა დახლში, ყველა სანაპიროზე, ყველა უბანსა და მოსახვევში. მაგალითად, კოკაინის ერთი გრამი ჩვენს ფულზე თითქმის 40 ლარი ღირს. ნარკოტიკით მოვაჭრეები არც იმალებიან, უბრალოდ, წილს უხდიან ადგილობრივ პოლიციელებს.
5. გაყიდული „სიყვარული“
მსუბუქი ყოფაქცევის გოგონები დომინიკელთა რესპუბლიკაში საკმაოდ ბევრია. ეს, მეტწილად, სამუშაო ადგილებისა და ხელფასის დეფიციტის ბრალია. გოგონა შეიძლება დღისით რომელიმე კაფეში ან მაღაზიაში მუშაობდეს და საღამოს ქუჩაში დამატებითი თანხა გამოიმუშაოს.
6. აზარტული თამაშები
აქ ბევრი კაზინოა და ყველა მათგანი ლეგალურია. ასე რომ, სავსებით შესაძლებელია საკუთარი ოფლით ნაშრომი ფული ადვილად და სწრაფად დახარჯო.
7. დალევა საჭესთან
0.5 პრომილი – ეს ის ოფიციალური მაქსიმუმია, რომელიც დომინიკელთა რესპუბლიკაში საჭესთან დაჯდომის უფლებას გვაძლევს. სინამდვილეში, ეს კანონი არავის აინტერესებს. ადგილობრივი ტაქსის მძღოლები, ხშირ შემთხვევაში, საჭესთან ლუდით ან რომით ხელში სხედან.