ჟან-ივ ლე დრიანი: დავით ზალკალიანთან საუბრისას ხაზი გავუსვი საქართველოსადმი საფრანგეთის მტკიცე მხარდაჭერას და მზაობას
საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ივ ლე დრიანი საქართველოს ვიცეპრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან დღეს გამართულ სატელეფონო საუბარს „ტვიტერის” პირად გვერდზე ეხმაურება.
„ჩემს ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან საუბრისას ხაზი გავუსვი საქართველოსადმი საფრანგეთის მტკიცე მხარდაჭერას და მზაობას, დავეხმაროთ საქართველოს. აღნიშნული ასევე დავუდასტურე ჩემს მოლდოველ კოლეგასაც”, – წერს საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.