ცხოვრება სიბნელეში – პოკერის მოთამაშეების გიჟური გარიგება
პოკერის პროფესიონალი მოთამაშეები, ეჭვგარეშე, აზარტული ადამიანები არიან. პოკერის მაგიდის მიღმაც ისინი თამაშისგან თავს ვერ იკავებენ და ცდილობენ, რაც შეიძლება გაამრავალფეროვნონ საკუთარი ცხოვრება გიჟური გარიგებებით. ზოგიერთი გარიგება ცხოვრებისთვის სახიფათოცაა, სულ მცირე, გონებისთვის, მაგრამ თუკი ფსონს დიდი თანხა წარმოადგენს – რატომაც არა…
ავსტრალიაში მცხოვრებმა რორი იანგმა და ამერიკელმა რიჩ ალატიმ საერთო ინტერესების წყალობით გაიცნეს ერთმანეთი, კონკრეტულად კი – პოკერის სიყვარულით. ლას-ვეგასში, პოკერის მაგიდასთან შეხვედრის მერე ისინი დამეგობრდნენ და ერთად ბევრ დროს ატარებდნენ. იანგს ჰქონდა აკვიატებული იდეა, რამდენად დიდხანს შეეძლო ადამიანს გაეტარებინა დრო სრულ იზოლაციაში, გარე სამყაროდან ყოველგვარი ინფორმაციის მიღების გარეშე.
„როგორ ფიქრობ, დიდხანს გაატარებ ბნელ ოთახში, ადამიანებთან კონტაქტის გარეშე?“, – ეკითხებოდა იანგი თავის მეგობრებსა თუ უბრალოდ ნაცნობებს და სულ სხვადასხვა პასუხს იღებდა. გამოკითხულთაგან არცერთი იყო დარწმუნებული, რომ 23 დღეზე მეტს გაძლებდა, მაგრამ ესეც გადაუმოწმებელი ვარაუდი გახლდათ.
ერთადერთი ადამიანი, რომელმაც დაასახელა 30 დღე, რიჩ ალატი აღმოჩნდა. იანგმა მას მაშინვე შესთავაზა გარიგება. მათ ამ გიჟური ექსპერიმენტის ყველა დეტალი განიხილეს და გადაწყდა, რომ რიჩი მარტოობაში, შუქის გარეშე გაატარებდა 30 დღეს. ფსონი ძალიან მადისაღმძვრელი იყო – 100 ათასი დოლარი. ახალგაზრდებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. წაგებული არა მარტო ფულს აგებდა, არამედ ყველა ხარჯს, აღნიშუნლი ექსპერიმენტისა, საკუთარ თავზე იღებდა.
ორივე მოთამაშე ერთმანეთს დასცინოდა და მოგებაში დაწრმუნებული იყო. რორი იანგი დიდი ხნის განმავლობაში იყო დაიტერესებული ამ საკითხით. ახალგაზრდა კითხულობდა მსგავსი ცდების მონაწილეების ანგარიშებს, ფსიქოლოგების სტატიებსა და ადამიანების ისტორიებს, რომლებიც იძულებულები იყვნენ დრო სრულ იზოლაციაში გაეტარებინათ. ამიტომაც, იცოდა, რამდენად რთული ამოცანა იყო ეს.
რიჩ ალატი, თავის მხრივ, არ თვლიდა, რომ მას პრობლემები შეექმნებოდა იზოლაციის პირობებში ცხოვრებისას, ვინაიდან გარკვეული გამოცდილება უკვე ჰქონდა. ის იოგით იყო დაკავებული და მედიტირებდა, ასევე მოგზაურობდა ბალიზე სპეციალურ დასასვენებელ სახლში, სადაც საუბარი აკრძალული იყო. ყველაფერი ეს ალატის აძლევდა საბაბს ეფიქრა, რომ ის გამოვევისთვის მზად იყო
ალატის 30 დღე მკაცრ პირობებში უნდა გაეტარებინა. მისთვის აკრძალული იყო ნებისმიერი ელექტრო მოწყობილობის აღება, გარდა ამისა, ოთახში სრული სიბნელე უნდა ყოფილიყო, საკვები არარეგულარულად უნდა მიეღო, რამდენიმე დღის მარაგით, რათა დროში ორიენტირება არ შეძლებოდა.
ექსპერიმენტისთვის მათ დაჯავშნეს სახლი ლას-ვეგასის შემოგარენში, სადაც სივრცე სრულიად იზოლირებული იყო გარე ხმებისგან. ოთახში 5 კამერა დააყენეს, რომლებიც სიბნელეში იღებდა. ერთ-ერთ მათგანს ჰქონდა ხმის გამაძლიერებელი და მიკროფონი. ეს იმისთვის იყო საჭირო, რომ საავარიო კავშირი ჰქონოდათ ერთმანეთთან იმ შემთხვევისთვის, თუკი ვითარება შეიცვლებოდა. გარდა ამისა, ოთახში ხმის ჩაწერა მიმდინარეობდა, რადგან მეგობრები აღნიშნულის შესახებ დოკუმენტური ფილმის გამოშვებას გეგმავდნენ. ცხადია, რომ, პოტენციურად, ფული არ იყო აქ ყველაზე დიდი დანაკარგი, ამიტომ შეადგინეს ოფიციალური საბუთი, რომელიც იანგს პასუხისმგებლობას უხსნიდა იმ შემთხვევაში, თუ ალატი მხედველობას და გონებას დაკარგავდა ან სხვა ფორსმაჟორული ვითარებაში აღმოჩნდებოდა. საქმეში ჩართულნი იყვნენ რიჩის და და მამა, რომლებიც თვალყურს ადევნებდნენ კამერებს და თუკი ჩათვლიდნენ, რომ ალატის რამე ემართებოდა, მათ გარიგების შეჩერება შეეძლოთ.
გამოცდილმა ფსიქოლოგმა, მაიკლ მურნომ, რომელიც ასევე ჩართეს საქმეში და გარიგების დეტალებში, აღნიშნული ექსპერიმენტი საშიშად მიიჩნია. მისი აზრით, ხანგრძლივი სენსორული კავშირის დაკარგვით, შესაძლო იყო როგორც ხანმოკლე, ისე უკუქცევითი დაზიანების მიყენება. მურნო თვლიდა, რომ ასეთი იზოლაციის გაძლება შესაძლებელია, მაგრამ მისი ზეგავლენა ფსიქიკაზე წინასწარ ამოუცნობია. რიჩ ალატის ოთახში მოთავსებული იყო მაცივარი, რომელსაც გამორთული ჰქონდა განათება; ნაგვის ურნა და პირადი ჰიგიენის ნივთები.
გადაადგილება სრულ სიბნელეში ძალიან რთული აღმოჩნდა და რიჩი ბევრჯერ გამწარდა.:
„პირველი რამდენიმე დღე მხოლოდ დავღოღავდი. მერე შევეჩვიე, გავთამამდი და რამდენჯერმე თავითაც მივეჯახე“.
რამდენიმე დღის შემდეგ ბიჭმა გარკვეული რეჟიმი შეიმუშავა. გაღვიძებისას იხეხავდა კბილებს და არომატიზებულ აბაზანას იღებდა. შემდეგ მოდიოდა სხვა ჰიგიენური პროცედურები. ამის შემდეგ რიჩი იცვამდა და იოგით კავდებოდა.
ერთი კვირის შემდეგ რიჩი არც ისე ცუდად გრძნობდა თავს
ალატი იხსენებს, რომ ჰალუცინაციები, რომელთათვისაც ის მზად იყო, დაახლოებით, მეოთხე დღეს დაიწყო.
„თავიდან იყო ფიგურები და ფერები. შემდეგ დავინახე მატარებელი. საკუთარი თავის დარწმუნება მომიწია, რომ ის არ იყო ნამდვილი. ეს, ალბათ, ყველაზე რთული მომენტი იყო, ვინაიდან გარკვეული შიშიც არსებობდა. მახსოვს, ავღელდი, რამდენად შორს წავიდოდა ჩემი ტვინი და გადავწყვიტე დამეძინა. ჰალუცინაციები არ დამთავრებულა, მაგრამ შიში გაქრა. მე შევეგუე. ერთხელ ოთახი ერთგვარი თეთრი ბუშტებით შეივსო. გასაგებია, რომ ისინი ნამდვილი არ იყო, ვეუბნებოდი ჩემს თავს, მაგრამ სიტუაციას ვერგებოდი და მათთან ვთამაშობდი. იყო შემთხვევები, როდესაც მეჩვენებოდა ფანჯრები, ჭერი და სავენტილაციო განყოფილებები, რომლებიც არ არსებობდა. ერთხელ ჭერი გაიხსნა და მე ცა და ვარსკვლავები დავინახე. ეს ძალიან ლამაზი იყო“.
თუკი რიჩი ჰალუცინაციებს შეეჩვია, ნეგატიური აზრები, რომლებიც შემდეგ აეკვიატა, გაცილებით უსიამოვნო და საშიში აღმოჩნდა. დეპრესიას რომ გაქცეოდა, ალატიმ უფრო დიდი დრო დაუთმო იოგას.
მეათე დღეს იანგი აღელდა. რიჩზე კამერით დაკვირვებისას მან დაინახა, რომ ის აბსოლუტურად მშვიდად იყო და კარგად ცხოვრობდა. რორი მიხვდა, რომ არასათანადოდ აფასებდა საკუთარ მეგობარს. მან დაიწყო ფიქრი, როგორ გაქცეოდა ასეთი დიდი თანხის გადახდას. ორი კვირის შემდეგ, იანგმა ალატის მიმართა კამერის საშუალებთ და შესთავაზა, ექსპერიმენტი ახლავე შეეწყვიტა და 25 ათასი დოლარი მიეღო. მან ერთი საათი იფიქრა და უარი განაცხადა ასეთ თანხაზე.
რამდენიმე დღის შემდეგ იანგმა მეგობარს საკუთარი პირობები შესთავაზა და განაცხადა, რომ მზადაა დატოვოს დარბაზი ვადამდე ადრე 75 ათასი დოლარის სანაცვლოდ. ხანმოკლე, მაგრამ მოსალოდნელი ვაჭრობის შემდეგ, რორი და რიჩი 62,4 ათას დოლარზე შეთანხმდნენ. იმ მომენტისთვის ალატის შეთანხმების დროის დიდი ნაწილი ჰქონდა გატარებული იზოლაციაში, კონკრეტულად კი, 20 დღე.
„რორის დრო დასჭირდა იურისტის მოსაყვანად. როდესაც მე გამოვედი, იქ გადამღები ჯგუფი იყო. წითელი წერტილი კამერაზე მაბრმავებდა. იმისთვის, რომ თვალი შუქს შეგუებოდა, მუქი სათვალე მომიტანეს, რომლითაც მზის დაბნელებას ადევნებენ ხოლმე თვალს“.
ასე აღწერს ალატი გამოსვლისას და დიდ სამყაროსთან შეხვედრას. ახალგაზრდას დიდი დრო არ დასჭირდა ადაპტირებისთვის და უკვე სამი დღის შემდეგ მან პოკერის მორიგ ტურნირში მიიღო მონაწილეობა. ჩაკეტილობაში ყოფნამ მასზე არანაირი კვალი არ დატოვა და თავს ძალიან კარგად გრძნობდა.