ჯანმო: მსოფლიოში ერთ კვირაში კორონავირუსით ინფიცირება 21%-ით, ლეტალობა კი 8%-ით შემცირდა

მსოფლიოში ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსით 12 793 962 ადამიანი დაინფიცირდა, რაც 7-13 თებერვალთან შედარებით 21%-ით ნაკლებია

ასევე, 14-20 თებერვალს მსოფლიოში ვირუსს 67 519 პაციენტი შეეწირა, რაც 7-13 თებერვალთან შედარებით 8%-ით ნაკლებია.

ამის შესახებ ჯანმო-ს ყოველკვირეულ ბიულეტენშია ნათქვამი.

7-13 თებერვლის კვირას ინფიცირების ზრდა დაფიქსირდა დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონში 29%-ით. ამავდროულად, შემცირებაა ჯანმო-ს დანარჩენ ხუთ რეგიონში.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კლებაა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში 34%-ით და ამერიკაში – 29%-ით.

ევროპაში, რომელიც ერთ კვირაში მსოფლიოში ყველა ახალი ინფექციის 56%-ს შეადგენს, ეს მაჩვენებელი 26%-ით შემცირდა.

სიკვდილიანობა გაიზარდა დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონში 21%-ით და აფრიკაში – 20%-ით.

ამასთან, შემცირდა სხვა რეგიონებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები