კახა კალაძე: მომდევნო 4 წლის განმავლობაში უსახლკარო სტატუსის მქონე არცერთი ოჯახი არ იქნება საცხოვრისის გარეშე

პირობას ვდებთ, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში  უსახლკარო სტატუსის მქონე არცერთი ოჯახი არ იქნება საცხოვრისის გარეშე, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“დღეს 8 ოჯახს გადავცემთ საცხოვრებელ სახლს და წელს რამდენიმე ათეული ოჯახი იქნება დაკმაყოფილებული მუნიციპალური საცხოვრისით, დაახლოებით, 60 ოჯახი. პირობას ვდებთ, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში  უსახლკარო სტატუსის მქონე არცერთი  ოჯახი არ იქნება საცხოვრისის გარეშე”, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, მომდევნო ოთხ წელში 400-მდე ოჯახი, რომელსაც დღეს უსახლკაროს სტატუსი აქვს, უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალური საცხოვრებელი სახლებით.

„არჩევნების დროს დავაანონსეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც უსახლკარო თბილისელებს ეხება, რომლებსაც საცხოვრებელი ფართები არ აქვთ. ჩემი და ჩემი გუნდის დაპირება იყო, რომ ყველაფერს გავაკეთებდით, რათა ეს პრობლემა მოგვეგვარებინა. 400-მდე ოჯახი, რომელსაც დღეს უსახლკაროს სტატუსი აქვს უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალური საცხოვრებელი ფართებით. ჩვენს ყველა დაპირებას პირნათლად ვასრულებთ და თანმიმდევრულად მივყვებით იმ გაწერილ პროგრამასა და გეგმას, რომელიც საზოგადოებას წარვუდგინეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები