თენგიზ ცერცვაძე: სრულად ვაქცინირებულ ქვეყნებში რეგულაციების მოხსნის ნეგატიური შედეგები გაცილებით ნაკლებადაა მოსალოდნელი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების შემსუბუქებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შედეგები 1-2 კვირაში გამოჩნდება.

როგორც მან “ქრონიკასთან” საუბრისას განაცხადა, სრულად ვაქცინირებულ ქვეყნებში რეგულაციების მოხსნის ნეგატიური შედეგები გაცილებით ნაკლებადაა მოსალოდნელი.

„1-2 კვირაში შედეგები გამოჩნდება. თუ ჩვენი გამოცდილებით ვილაპარაკებთ, პირადად მე, ძალიან ფრთხილად ვარ, რადგან ეს ფორმატი – პანდემიურიდან ენდემიურში გადასვლა გაცილებით უფრო მისაღებია იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც სრულად ვაქცინირებულები არიან. სრულად ვაქცინირებულ ქვეყნებში რეგულაციების მოხსნის ნეგატიური შედეგები გაცილებით ნაკლებად მოსალოდნელია“, – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები