მისტიკური მოვლენები – რეალობა თუ გასართობად მოგონილი ამბები (ნაწილი I)

როდესაც ცხოვრებაში რაღაც ამოუცნობი ხდება, ადამიანები ხშირად მას მისტიკურ მოვლენად აცხადებენ. ამ მოვლენების მოწმეები და თვითმხილველები სხვადასხვა თეორიას იგონებენ, რომელიც ფაქტებით არ არის დამოწმებული. მთელი ამბავი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანების უმრავლესობას მოსწონს ყველაფერი გასაიდუმლოებული. 

დები ფოქსები

1848 წლის გაზაფხულზე ორი დის, მეგისა და კეიტ ფოქსის საძინებელში რაღაც უცნაური მოვლენები ხდებოდა. გოგონების თქმით, რომლებიც 14 და 11 წლის იყვნენ, მათ თვეში რამდენიმეჯერ ესმოდათ უცნაური ხმები.

ისინი ფიქრობდნენ, რომ მამაკაცის მოჩვენებას მათთან კავშირზე გასვლა უნდოდა. ამ მოვლენების გახშირების შესახებ მთელმა ნიუ-იორკმა გაიგო.

მხარდაჭერის და მიმდევრების შეძენის შემდეგ დებმა ფოქსებმა ერთგვარი სპირიტიზმი ჩამოაყალიბეს.

როდესაც გოგონები გაიზარდნენ, მათ განაგრძეს სპირიტიზმის სეანსების ჩატარება, მაგრამ უკვე უფრო რთული „ილეთებით“. ერთხელ უფროსმა დამ, მეგიმ ვერ გაუძლო და საჯაროდ აღიარა განზრახ თაღლითობა.

როგორც მან ახსნა, მთელი ეს ისტორია ბავშვურ თამაშს ჰგავდა, ვინაიდან „მოჩვენების“ მიერ გამოცემული ხმები სინამდვილეში ფეხის თითების ტკაცანი იყო. ვინ იფიქრებდა, რომ ასეთი გართობა მთელ მსოფლიოში ცნობილი გახდებოდა.

დროში მოგზაურობა

გასული საუკუნის 70-იანი წლები ამერიკაში იყო ერთი პოპულარული ისტორია დროში მოგზაურის შესახებ, რომელსაც რუდოლფ ფენცს უწოდებდნენ.

ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მისტიკური მოვლენაა, რომლის შესახებ ხმები დღესაც ისმის.

მითის თანახმად, 1950 წელს ბატონი ფენცი უეცრად გამოჩნდა ნიუ-იორკის ერთ-ერთ ქუჩაზე პირდაპირ 1876 წლიდან. სამწუხაროდ, დაბნეულობის გამო, „მოგზაური“ მანქანის ბორბლების ქვეშ მოყვა და გარდაიცვალა.

სინამდვილეში, ამ მითური ამბის ყველა პერსონაჟი და მოვლენა ნასესხებია ჯეკ ფინეის ნაკლებად ცნობილი თხზულებიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები