„ზაპოროჟეცის“ პირველი და ყველაზე საინტერესო მოდელი, რომლის წარმოებაც არ დაწყებულა
ХХ საუკუნეში ბევრ ქვეყანაში, სადაც ინდუსტრია აქტიურად ვითარდებოდა, გაჩნდა ნაციონალური სახალხო ავტომობილი. არც ისე ლამაზები, არც ისე მძლავრები, მაგრამ ყველასათვის ხელმისაწვდომი. მაგალითად, გერმანიაში, ჰიტლერის ბრძანებით, შექმნეს Volkswagen (სახალხო ავტომობილი), ხოლო სსრკ-ში – „ზაპოროჟეცი“.
50-იან წლებში, როდესაც სახელმწიფო თანდათან უმკლავდებოდა ომის შედეგებს, საზოგადოებაში იაფიანი პირადი ავტომობილის საჭიროება გაჩნდა. „ზაპოროჟეცის“ პროტოტიპის შექმნა დაევალა სამეცნიერო საავტომობილო ინსტიტუტს. წესის მიხედვით, მათ ათობით სხვადასხვა კონცეპტი წარმოადგინეს. ალბათ, ყველაზე საინტერესო ვერსია იყო ავტომობილი კოდური სიტყვის ქვეშ „ციყვი“.
გარეგნულად ის მართლაც უნიკალური იყო: წინიდან მოჭრილი ძარა, უკან მოთავსებული ძრავი, კარი უკანა სავარძელზე დასაჯდომად მხოლოდ მარჯვენა მხრიდან იხსნებოდა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი წინ გადასაკეცი ძარის ნაწილი გახლდათ, საიდანაც შეიძლებოდა მძღოლისა და წინა მგზავრის ჩაჯდომა.
„ციყვის“ გამოშვება ორ ვარიანტად იგეგმებოდა: საქალაქო და სასოფლო მიზნებისთვის. მეორე შემთხვევისთვის, ავტომობილს ჰქონდა ბრეზენტის ზედაპირი და უფრო დიდი გზის მაშუქი, ე.წ. ფარები, მაგრამ არ ჰქონდა კარები. თუმცა, მანქანამ ვერ შეძლო შემოწმების გავლა და შემდეგ სერიულ წარმოებაშიც ვერ მოხვდა.
კონვეიერზე ჩაეშვა რამდენიმე ვარიანტი, რომელიც ხელმძღვანელობას წარუდგინეს. „ციყვი“ არასაკმარისად უსაფრთხოდ ცნეს და პირველი „ზაპოროჟეცის“ პროტოტიპად Fiat 600 აიღეს.