თბილისის ანძა – უკრაინის, ხოლო საკრებულოს შენობა ლიეტუვის დროშის ფერებში განათდება
უკრაინის ერთიანობის დღესთან დაკავშირებით, დღეს თბილისის ანძა უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
“სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს! – ეს იქნება თბილისის კიდევ ერთი გზავნილი მეგობარი კიევისადმი.
ასევე, ლიეტუვის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს შენობა ლიეტუვის დროშის ფერებში განათდება”, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.