თბილისში, პოლიტკოვსკაიას N6-ის ეზოში გზის საფარს აწესრიგებენ
ვაკის რაიონში გზების რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება. ამჯერად, გზის საფარის მოწესრიგება პოლიტკოვსკაიას N6-ის ეზოში მიმდინარეობს.
რაიონის გამგეობის ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად, ტერიტორიაზე გზის ახალი საფუძველი, ბეტონის ბორდიური მოეწყო და ასფალტის საფარი იგება. შიდა ეზო 600-მდე კვ. მ. ფართობს მოიცავს.