გერმანიაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება

გერმანიის ფედერალური კრება, ქვეყნის ახალი პრეზიდენტის არჩევნებისთვის შეიკრიბება, რომლის პოსტსაც ახლა ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი იკავებს.

ბუნდესტაგის მიერ გავრცელებულ განცხადებაში მითითებულია, რომ არჩევნებზე მოსალოდნელია ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის ვიზიტიც. თუკი ის კრებაზე მივა, მაშინ ეს მისი პირველი საჯარო ღონისძიება იქნება კანცლერობის პოსტის დატოვების შემდეგ.

კრებაზე ასევე ელოდებიან კოსმონავტ ალექსანდრ ჰერტის, ვირუსოლოგ კრისტიან დროსტენის, ნაციონალური ნაკრების ფეხბურთელებს, მომღერლებსა და მსახიობებს.

პრეზიდენტობისთვის 4 კანდიდატი იბრძვის, მაგრამ ფავორიტად მოქმედი პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი მიიჩნევა.

შტაინმაიერს მხარს უჭერენ „სოციალ-დემოკრატები“, „მწვანეები“ და „ქრისტიან-დემოკრატები“, შესაბამისად, მას ხმების უმრავლესობა წინასწარ აქვს უზრუნველყოფილი.

შტაინმაიერის გარდა პრეზიდენტობის კანდიდატები არიან – ექიმი გერჰარდ ტრაბერტი „მემარცხენეები“, ეკონომისტი მაქს ოტე, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ და ასტროფიზიკოსი შტეფანი გებაუერი „თავისუფალი ამომრჩევლები“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები