გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ გამგეობამ სკვერის რეაბილიტაცია დაასრულა, N1-N2-N3 კორპუსებთან კი, დაზიანებული გზის საფარს ცვლის.
კორპუსის მიმდებარედ, პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი ზონა, მოსასვენებელი პავილიონი, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, დაირგო ხე-მცენარეები. ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 202 425 ლარი დაიხარჯა.
აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები მოსახლეობის ინიციატივით, გამგეობასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც, მოსახლეობა თავის მხრივ, სკვერის გაფრთხილებასა და მოვლა-პატრონობაში ჩაერთვება.
მემორანდუმების მიზანი გამგეობის მიერ დაგეგმილ პროექტებში მოსახლეობის აქტიური ჩართულობაა. მემორანდუმი, ასევე, ემსახურება ცნობიერების ამაღლებას, ვანდალიზმის ფაქტების შემცირებასა და მოსახლეობის სამოქალაქო აქტივობის ზრდას.