მთაწმინდის რაიონში, გალის №23-ში საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს

მთაწმინდის რაიონში, გალის ქუჩა ქ. №23-ში, საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, რკინა-ბეტონის კედელი მოეწყობა, რითაც ახლომდებარე საცხოვრებელ სახლებთან გრუნტის ჩამოშლის საფრთხე მოიხსნება.
მიმდინარე სამუშაო პროცესს, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.
„ჩვენს რაიონში, რელიეფური მდგომარეობიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მწვავედ დგას მეწყერსაშიში ტერიტორიების პრობლემა. შესაბამისად, ძალიან ბევრ მისამართზეა აუცილებელი გრუნტის დამჭერი კედლების მოწყობა. ამიტომ, მდგომარეობის სირთულის მიხედვით, საყრდენი კედლების მშენებლობა ეტაპობრივად მიმდინარეობს,“- განაცხადა დავით კირკიტაძემ.
კედლის მშენებლობას მთაწმინდის გამგეობა აფინანსებს, რისთვისაც ადგილობრივ ბიუჯეტში 50 000 ლარია გათვალისწინებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები