ნაძალადევის რაიონში, მუხრანის N15-თან ასფალტის საფარი დაიგო
ნაძალადევის რაიონში, მუხრანის ქუჩის N15-თან არსებულ გრუნტიან გზაზე ასფალტის საფარი დაიგო. პროექტის ფარგლებში, საგზაო ინფრასტრუქტურა 1 080 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.
რეაბილიტირებული შესახვევი ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ანდღულაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხელაძესთან ერთად დაათვალიერა. გამგებელი და დეპუტატი ადგილობრივ მცხოვრებლებსაც შეხვდნენ.
„მუხრანის ქუჩის შესახვევში ასფალტის საფარი აქამდე არასდროს ყოფილა, მხოლოდ გრუნტის გზა არსებობდა, რის გამოც ადგილობრივ მცხოვრებლებს გადაადგილება უჭირდათ. საგზაო სამუშაოების დაწყებამდე პრობლემური ქსელი შეიცვალა, რის შემდეგაც ასფალტის საფარი დაიგო. გზის რეაბილიტაცით ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან კმაყოფილია. მომავალში აღნიშნულ შესახვევში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობაც გვაქვს დაგეგმილი“, – განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.
საგზაო სამუშაოების ღირებულება 51 000 ლარია. ინფრასტრუქტურული პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა.