ჩუღურეთის რაიონში ასფალტის საფარის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს
ჩუღურეთის რაიონში, მამარდაშვილის N3-ის და ჩუბინაშვილის N24-ის ეზოში ასფალტის საფარის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი დავით უთმელიძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანიები ასრულებენ და მათი ღირებულება 22 000 ლარია.