კრწანისის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურას აწესრიგებენ
კრწანისის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება.
ამ ეტაპზე ასფალტის ძველი საფარი ახლით სოფელ ფონიჭალასა და ქვემო ფონიჭალაში, სხვადასხვა მისამართზე იცვლება.
რაიონის გამგეობის ინფორმაციით, ახალი საფარის დაგება უკვე დასრულდა ორთაჭალის და მეფისაშვილის ქუჩებზე, მეფისაშვილის მეოთხე შესახვევსა და ახუნდოვის ქუჩაზე.
გასულ წელს, საგზაო ინფრასტრუქტურის კუთხით, მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა. ჯამში, კრწანისის რაიონში ასფალტის ახალი საფარი 33 000 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.