დიდუბის რაიონის გამგეობა უსაფრთხოების მოაჯირებსა და ბოძკინტებს ამონტაჟებს

დიდუბის რაიონის გამგეობა, მოსახლეობის განცხადებების საფუძველზე, რაიონის მასშტაბით, უსაფრთხოების მოაჯირებსა და ბოძკინტებს ამონტაჟებს.
ამ დროისთვის, უსაფრთხოების მოაჯირები ცემის ქუჩის N3-ში, ხოლო ბოძკინტები ბაგრატიონის ქუჩის N59-სა და ჯავახიშვილის ქუჩის N3-ის, N5-ისა და N7-ის მიმდებარედ დამონტაჟდა.
აღნიშნული სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 50 000 ლარის ღირებულების ფარგლებში განახორციელა.
გამგეობის ინფორმაციით, ანალოგიური ტიპის სამუშაოები უახლოეს პერიოდში სოხუმის ქუჩის N7-სა და წერეთლის გამზირის N103-ში იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები