ჩუღურეთის რაიონში გედევანიშვილი-ჭავჭავაძის დამაკავშირებელი გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში გედევანიშვილი-ჭავჭავაძის დამაკავშირებელი გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. რაიონის გამგეობის ინფორმაციით, ასფალტის ორფენიანი საფარი 1 500 კვადრატულ მეტრზე იგება. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკიც.

სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 100.000 ლარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები