ბოტანიკურ ბაღში საბავშვო სივრცის რეაბილიტაცია დასრულდა
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, ცენტრალური შესასვლელის მიმდებარედ, ისტორიულ არბორეტუმთან განახლებული საბავშვო სივრცე მოეწყო. მოედანზე სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის განკუთვნილი გასართობი ატრაქციონი და შემეცნებით-ეკოსაგანმანათლებლო აბრები განთავსდა.
თბილისის მერიის ცნობთ, საბავშვო სივრცის გახსნაზე ბოტანიკურმა ბაღმა „ბასტი-ბუბუს“ ჯგუფს უმასპინძლა. სტუმრებს ბოტანიკურ ბაღში შემეცნებითი ექსკურსია ჩაუტარდათ, რის შემდეგაც, მათ ეკოსაგანმანათლებლო აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა და სიმბოლური საჩუქრებით დასაჩუქრდნენ.
ახალი საბავშვო სივრცე ბოტანიკური ბაღისთვის, დამთვალიერებელთა მოზიდვის თვალსაზრისით, დამატებითი შესაძლებლობაა.