ზელენსკიმ პუტინის ანდაზას უპასუხა: გეთანხმებით, უკრაინა ლამაზია, მოთმინება კი სიბრძნეა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ კრემლში ემანუელ მაკრონთან მინსკის შეთანხმებებთან დაკავშირებით წარმოთქმულ ანდაზას უპასუხა: “მოგწონს – არ მოგწონს, მოითმინე, ჩემო ლამაზო. უნდა შეასრულო, სხვანაირად არ გამოვა”.

ზელენსკი პუტინს დაეთანხმა იმაში, რომ “უკრაინა ნამდვილად ლამაზია”, რაც შეეხება მოთმენას, ამას, ზელენსკის თქმით, უკრაინა ღირსეულად აკეთებს, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული ვითარების ესკალაცია.

ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში, მარიინსკის სასახლეში ემანუელ მაკრონთან მოლაპარაკების შემდეგ ბრიფინგზე თქვა.

“ვეთანხმები რუსეთის პრეზიდენტს, უკრაინა ნამდვილად ლამაზია. რაც შეეხება “მოითმინე ჩემო ლამაზო” – უკრაინა ძალიან მომთმენია იმიტომ, რომ ეს სიბრძნეა. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ – მთელი ევროპისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია რუსებისთვის. ჩვენს თმენაზეა დამოკიდებული ესკალაცია, ესკალაცია მეორე მხრიდან. მაგრამ ჩვენ ჩვენს ქვეყანას ვიცავთ, ჩვენს ტერიტორიაზე ვართ. ჩვენი მოთმინება გავლენას ახდენს პროვოკაციებზე. როდესაც არ ვპასუხობთ პროვოკაციებზე, ძალიან ღირსეულად ვიქცევით. ამიტომ, ვფიქრობ, მოთმინებაში სიბრძნეა”, – თქვა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები