დიდუბის რაიონის გამგეობა დიღმის მასივში ასფალტის საფარს აწესრიგებს
დიდუბის რაიონის გამგეობა დიღმის მასივში ასფალტის მოწესრიგებას განაგრძობს. ამ ეტაპზე ასფალტის საფარი დიღმის მასივის მესამე კვარტალში მოწესრიგდა.
გამგეობის ინფორმაციით, დიღმის მასივის მესამე კვარტლის მე-3, მე-4 და მე-5 კორპუსების მიმდებარედ ასფალტი 1570 კვ.მ ფართობზე დაიგო, ასევე მოწესრიგდა დაზიანებული ბორდიური.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 85 600 ლარით დაფინანსდა. ამასთან, ასფალტის მოწესრიგება დიღმის მასივის მე-5 კვარტალში ორ მისამართზე და მიქელაძის ქუჩის N2-ში მიმდინარეობს.