ვაჟა-ფშაველას II კვარტალში, N27 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის საფარის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N27 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის საფარის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სამუშაოების შედეგად, დაახლოებით, 600-მდე კვ. მ ფართობის შიდაკვარტალური გზა განახლდება, დაიგება ასფალტის ახალი საფარი, მოეწყობა ბორდიური. სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, შპს „ლუკრი“ აწარმოებს.