რა ქონებას ფლობს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი – ამის შესახებ სიუჟეტი “იმედის კვირამ” მოამზადა.
“იმედის კვირის” სიუჟეტის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის ქონებას შეადგენს:
ყვარელში მდებარე 6. 820 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, 97 კვ.მ შენობა-ნაგებობით.
ყვარელში მდებარე 2 332 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
ყვარელში მდებარე 1 316 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ყვარელში მდებარე 2 441 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ყვარელში მდებარე 1 207 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
ასევე, ყვარელში მდებარე – 682 კვ.მ, 1668 კვ.მ, 2637 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.
სიუჟეტის მიხედვით, ყვარელში ფლობს სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანიაც. როგორც სიუჟეტშია ნათქვამი, გიული ალასანიას ბიზნესის შექმნის პროცესში სახელმწიფომ მინიმუმ 15 მლნ დოლარით იზარალა.
რაც შეეხება მესამე პრეზიდენტის ბიძას, თემურ ალასანიას – მან 2010 და 2012 წლებში, ნიუ-იორკში 2 აპარტამენტი შეიძინა, ჯამურად, სამ მლნ დოლარზე მეტი გადაიხადა.