გლდანის რაიონის გამგეობა ლიბანის N20ა კორპუსის შიდა ეზოს აწესრიგებს

გლდანის რაიონის გამგეობა, საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, კიდევ ერთ მისამართზე შიდა ეზოს აწესრიგებს.
მათი ინფორმაციით, ლიბანის N20 ა კორპუსის მიმდებარედ იცვლება ამორტიზებული გზის საფარი.
სამუშაოების შედეგად, დაახლოებით, 2 661 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ახალი, ერთფენიანი საფარი იგება. პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 117 793 ლარი დაიხარჯება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები