თბილისში, ჭილაიას, კაპანელის და ასათიანის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროექტი დასრულების ეტაპზეა
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ჭილაიას, კაპანელის და ასათიანის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროექტი დასრულების ეტაპზეა.
ტერიტორიაზე, სადაც არასდროს ყოფილა ასფალტი და მხოლოდ გრუნტის გზა იყო, მოეწყო სანიაღვრე ქსელი და ასფალტის საფარი იგება. სამუშაოები, ჯამში, 5500-მდე კვ. მ ფართობს მოიცავს, პროექტის ღირებულება კი, დაახლოებით, 830 000 ლარს შეადგენს.