გლობალური დათბობა და წყლის დონის მატება – ქვეყნები, რომლებიც შეიძლება, გაქრეს
გლობალური დათბობა და წყლის დონის მატება ოკეანეში – ეს ის ფაქტორებია, რაც მთელ რიგ ქვეყნებს მსოფლიო რუკიდან გაქრობას უქადის. ჯამურად, დაახლოებით, 600 ათასი ადამიანი შესაძლოა, უსახლკაროდ და უსამშობლოდ დარჩეს.
მალდივის რესპუბლიკა
მალდივის რესპუბლიკა ინდოეთის ოკეანეში, ინდოეთის სამხრეთით მდებარეობს, დაახლოებით, ათასამდე კუნძულზე. საერთო ფართით – 300 კვადრატული კილომეტრი. ცხოვრობს 400-მდე ადამიანი. კუნძულების ყველაზე მაღალი წერტილი ზღვის დონიდან 2 მეტრზე მდებარეობს.
ტუვალუ
კიდევ ერთი სახელმწიფო, რომელსაც ზღვაში გაუჩინარება ემუქრება, ტუვალუა. 9 კუნძულსა და 25 კვადრატულ კილომეტრზე განფენილი სახელმწიფოს ყველაზე მაღალი წერტილი ზღვის დონიდან 5 მეტრია. ქვეყნის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ, საჭიროების შემთხვევაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში ან ფიჯიზე გადასახლდებიან.
კირიბატი
რესბუბლიკა კირიბატი წყნარ ოკეანეში, 33 კუნძულზეა განფენილი და იქ, დაახლოებით, 100 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ამ კუნძულ-სახელმწიფოს ყველაზე მაღალი წერტილი ზღვის დონიდან 81 მეტრია.
ნაურუ
სახელმწიფო ნაურუ სულ ერთი კუნძულისაგან შედგება. წყნარ ოკეანეში ჩაკარგულ ამ კუნძულზე სულ 10 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ყველაზე მაღალი წერტილი აქ ზღვის დონიდან 2 მეტრს არ აღემატება.