კახა კალაძე: არასდროს დავუშვებთ კორუფციულ ფაქტებს, ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება

თბილისის მერი, კახა კალაძე ქრთამის აღებისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ თანამშრომლების დაკავებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უკანონობა არავის შერჩება. მისი თქმით, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა და მომავალშიც შეეწინააღმდეგება კორუფციას.

„გამოძიება მიმდინარეობს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავის შერჩება უკანონობა და გადაცდომა. ყოველთვის ჰქონდა რეაგირება შესაბამის სამსახურებს. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა ყველასთან და არასდროს დავუშვებთ კორუფციულ ფაქტებს. ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ამას ყოველწლიურად ვამბობ, როდესაც მთავრობის სხდომაზე ვაკეთებ განცხადებას. ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდით და ასე იქნება მომავალშიც“, – აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები