ვინ იყო ჰანიბალ ლექტერის პროტოტიპი და როგორია ნამდვილი ისტორია კაცის, რომელიც დღესაც სასჯელს იხდის (+18)

რობერტ მოდსლის ძნელად თუ დაუძახებ სერიულ მკვლელს, მაგრამ მან  4 ადამიანი მოკლა. მათგან 1 გარეთ ყოფნისას, ხოლო 3 – პატიმრობის პერიოდში. მოდსლის სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი 1974 წლიდან და უკვე, დაახლოებით, 40 წელია სპეციალურად აღჭურვილ ერთკაციან საკანში ზის, სადაც ბადრაგები ჯგუფურად შედიან და უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს იცავენ.

ზუსტად რობერტ მოდსლის ისტორიამ შთააგონა ტომას ჰარისი, გამოეცა წიგნების სერია ჰანიბალ ლექტერის შესახებ. მართალია, მკვლელი დიდი ბრიტანეთიდან არ არის ფსიქიატრი და არც გურმანია, მაგრამ გმირსა და მის პროტოტიპს ძალიან ბევრი საერთო აქვთ.

რობერტ ჯონ მოდლსი დაიბადა 1953 წლის 26 ივნისს ლივერპულთან ახლოს და ჯინ მოდსლის მეოთხე შვილი გახლდათ. მას შემდეგ ჯინმა კიდევ რვა შვილი გააჩინა. რობერტის მამა, ჯორჯი, სატვირთო მანქანის მძღოლი იყო, თავისებური შეხედულებით ოჯახურ ცხოვრებაზე. მთელ თავის უკმაყოფილებასა და ბრაზს ალკოჰოლდამოკიდებული კაცი მუდმივად ორსულ ცოლსა და შვილებზე ანთხევდა – სცემდა მათ ნებისმიერ ხელსაყრელ დროს.

მოდსლი ბავშვობაში

ექვსი წლის ბობ მოდსლის ცხოვრებაში ერთხელ გაუმართლა – ის და სამი უფროსი ძმა მშობლებმა ბავშვთა სახლში გაგზავნეს, რომელსაც მხარს კათოლიკური მონასტერი უჭერდა. თავშესაფარში რობერტმა 6 წელი გაატარა და ამ დროს იხსენებს, როგორც საუკეთესოს საკუთარ ცხოვრებაში – მონაზვნები ზრუნავდნენ მასზე, უკითხავდნენ წიგნებს და ასეირნებდნენ.

შესაძლოა, ეს იდილია კიდევ გაგრძელებულიყო და მოდსლი, საბოლოოდ, კათოლიკე მღვდელი გახმდარიყო, მაგრამ, უეცრად, მშობლებს ის და მისი ძმები გაახსენდათ და ბავშვები თავშესაფრიდან სახლში წაიყვანეს. ამ მომენტიდან რობერტის ცხოვრებაში ჯოჯოხეთი დაიწყო.

ჯორჯ მოდსლი სასტიკად აწამებდა შვილებს. მოგვიანებით, პოლიციელებთან საუბარში, მამაკაცი ისეთ საზარელ ისტორიებს იხსნებედა, რომელთა დაჯერებაც ძალიან ძნელია. ერთხელ მამამ რობერტი ოთახში 6 თვით ჩაკეტა და მხოლოდ პურსა და წყალს ასმევდა. კოშმარულად იხსენებს მოდსლი იმ დღეს, როდესაც მამამ გატეხილი ჭიქის გამო გააუპატიურა.

გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჯინსა და ჯორჯს მშობლების უფლებები ჩამოართვეს, ხოლო მათი შვილები სხვადასხვა ბავშვთა თავშესაფარში გაანაწილეს. რობერტი ჭკვიანი და სიმპათიური ბავშვი იყო, ამიტომ, მისი შვილად აყვანა ხშირად უნდოდათ. სამწუხაროდ, წამებამ ბიჭუნას ფსიქიკას დიდი ზიანი მიაყენა, მას მეტყველების დეფექტი ჰქონდა და შარდს ვერ იკავებდა. ბიჭუნა ძალიან ჩაკეტილი იყო, რაც, ასევე, აღიზიანებდა მეურვეებს.

რობერტი ოჯახში მიჰყავდათ და შემდეგ ისევ აბრუნებდნენ, სანამ მას ეს არ მობეზრდა. 16 წლის ასაკში მოდსლი სახელმწიფო თავშესაფრიდან გაიქცა. გაქცეულმა საცხოვრებლად ლონდონი აირჩია, სადაც, როგორც მას ეგონა, იოლად შეიძლებოდა ფულის შოვნა, პროფესიის უქონლობისასაც კი. თუმცა, ცოტა ხნის შემდეგ ბიჭი მიხვდა, რომ არასრულწლოვანი, საბუთების და გამოცდილების გარეშე, არავის სჭირდებოდა. შიმშილით რომ არ მომკვდარიყო, რობერტი პროსტიტუციით დაკავდა.

თავიდან კლიენტებისგან, ანაზღაურების სახით, იღებდა საკვებსა და ტანსაცმელს, მაგრამ შემდეგ უკვე ფულის სანაცვლოდ სთავაზობდა მათ საკუთარ თავს. მოდსლის ესმოდა, რომ მისი ცხოვრება უფსკრულისკენ მიექანება, მაგრამ გადარჩენის სხვა გზა მან არ იცოდა, დამხმარე კი, სხვა არავინ ჰყავდა. ყველაზე საშინელება ის იყო, რომ ახალგაზრდას ესმოდა ხმები, რომლებიც მას მოუწოდებდნენ, რომ მშობლები დაეხოცა. წლების შემდეგაც ის თვლის, რომ მოზარდობისას მშობლები რომ მოეკლა, როგორც ამას მის თავში არსებული ხმები ითხოვდნენ, არცერთი ადამიანი აღარ დაშავდებოდა.

ისტ ენდი – ლონდონის ყველაზე ღარიბი და სახიფათო რაიონი. ზუსტად აქ ცხოვრობდა გაქცევის შემდეგ რობერტს მოდსლი

ისტ-ენდი

რობერტი ცდილობდა, თავი დაეღწია ამ თავსატეხიდან, ის მიმართავდა ფსიქოლოგებსა და ფსიქიატრებს, მაგრამ ექიმები ვერ პოულობდნენ მის ფსიქიკაში რაიმე დარღვევას. ახალგაზრდას სუიციდის ორი წარუმატებელი მცდელობაც კი ჰქონდა, რის შემდეგაც ხელი ჩაიქნია საკუთარ თავთან და შეწყვიტა ბრძოლა საკუთარი ფსიქოლოგიური პრობლემების წინააღმდეგ. მოდსლის პიროვნებამ საბოლოო დეფორმაცია ნარკოტიკებთან შეხვედრის შემდეგ განიცადა, რაზეც ის ერთ-ერთმა მუდმივმა კლიენტმა „შესვა“.

ნარკოტიკების რეგულარულმა მოხმარებამ რობერტს მუხრუჭები გამოაცალა და პირველ მკვლელობამდე მიიყვანა. ახალგაზრდას მსხვერპლი მისი კლიენტი გახდა – უბრალო მუშა ქარხნიდან. მისი სიცოცხლე იმან შეიწირა, რომ მოდსლის მის მიერ გაუპატიურებული და ნაცემი ბავშვების ფოტოები აჩვენა. განრისხებულმა 20 წლის რობერტმა მამაკაცს კისერზე ზეწარი შემოახვია და დაუნდობლად გაგუდა. ორი დღის შემდეგ მკვლელობის საქმე გაიხსნა, ხოლო ახალგაზრდა მკვლელი დააპატიმრეს.

მოდსლი საკანში

ბრიტანული კანონების თანახმად, განზრახ მკვლელობა სამუდამო პატიმრობით ისჯებოდა, მაგრამ ბიჭის თავში არსებული ხმების გამო, ის ფსიქიატრიულ კლინიკაში გამოკვლევებზე გაგზავნეს. ექიმებმა კარგად შეისწავლეს ახალგაზრდა მკვლელი და გაარკვიეს, რომ ანტისოციალურობა და ინტელექტის მაღალი დონე მასში ერთობლივად იყო თავმოყრილი. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ყმაწვილი, რომელსაც თავშესაფარში სულ რამდენიმე კლასი ჰქონდა გავლილი, ძალიან ნაკითხი იყო, შეეძლო საუბრის გაბმა სხვადასხვა საკითხზე და ადვილად ხსნიდა ბევრ ლოგიკურ დავალებას.

რობერტ მოდსლიზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ ახალგაზრდა შეურაცხადი იყო და მკურნალობას საჭიროებდა დახურული ტიპის ფსიქიატრიულ კლინიკაში. რობერტი ციხიდან გადაიყვანეს სპეციალიზებულ კლინიკაში და სამართლის სფეროს ის ცოტა ხნით დაავიწყდა. საავადმყოფო, სადაც მოდლსი აღმოჩნდა, სპეციალურად სისხლმოწყურებული ფსიქოპათებისა და ფსიქიკურად დაავედებული ადამიანებისთვის იყო შექმნილი – ყველაზე სანდო დაცვითა და მკაცრი რეჟიმით.

მოდსლიმ საავადმყოფოში მიიღო მეტსახელი „ლურჯი“, ვინაიდან მის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ ინფორმაცია და მათ შორის ის, რომ მსხვერპლს ლურჯი სახე ჰქონდა, ჟურნალისტებმა ყველგან გაავრცელეს. მაგრამ, სულ რაღაც 2 წელი გავიდა და რობერტს მოფერებით ეძახდნენ „კოვზს“. ამ მეტსახელის მიღების ისტორია საშინელია. საავადმყოფოში მოდსლი დაუმეგობრდა კიდევ ერთ დამნაშავეს, დევიდ ჩიზმენს. მათ ერთად მძევლად აიყვანეს ერთ-ერთ პაციენტი, რომელიც პედოფილიაზე მკურნალობდა. მათ ერთ-ერთი პალატა დაიკავეს. 9 საათის განმავლობაში, კლინიკის პერსონალი და პოლიცია წარუმატებლად ცდილობდა მათთან მოლაპარაკებას მძევლის გათავისუფლების თაობაზე.

როდესაც მოდსლი და ჩიზმენი დანებდნენ, გადარჩენის მცდელობა უკვე გვიანი აღმოჩნდა – მძევალი არამარტო გარდაცვლილი, არამედ დანაწევრებული იყო ხელნაკეთი კოვზით. მსხვერპლს თავის ქალა ახდილი ჰქონდა და ტვინის მაგივრად კოვზი ედო.

ვინაიდან სისხლით მხოლოდ მოდსლის სახე იყო დასვრილი, გამომძიებლებმა დაასკვნეს, რომ ზუსტად მან შეჭამა მოკლულის ტვინი. ასეთი ეპიზოდის შემდეგ მოდსლი საავადმყოფოდან გაგზავნეს უეიკფილდის მკაცრი რეჟიმის ციხეში.

ეს გამოსასწორებელი დაწესებულება ყველაზე სასტიკი იყო ბრიტანულ კუნძულებზე, მაგრამ ამან არ შეაჩერა მოდსლი და მან მოახერხა ციხის ყველაზე დაცულ კორპუსში სისხლიანი საღამო მოეწყო. თავიდან მან პატიმარი სალი დარვუდი მოკლა, რომელიც სერიული გაუპატიურებისთვის იხდიდა სასჯელს. რობერტმა მსხვერპლს 12 ჭრილობა მიაყენა თვითნაკეთი სარჭით, ცხედარი საკუთარი საწოლის ქვეშ დამალა და ახალი მსხვერპლის მოსაძებნად წავიდა. ეს ვინმე ბილ რობერტსი გახდა, რომელიც მოდსლიმ ჯერ დანით დაჭრა და შემდეგ გისოსებზე თავს არტყმევინებდა. მოდსლი კორპუსის ცვლის ოფიცერთან მივიდა და განუცხადა, რომ ორი პატიმარი საპატიო მიზეზით დღეს საღამოს შემოწმებაზე არ მივიდოდა, ვინაიდან მან ისინი მოკლა.

როგორც ზოგიერთი მიიჩნევს,  ორმაგი მკვლელობა მანიაკმა იმისთვის ჩაიდინა, რომ ის ისევ გაეგზავნათ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. სასამართლოს შემდეგ, რომელმაც რობერტს კიდევ რამდენიმე სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, ის 5 წლით ერთკაციან საკანში მოათავსეს. როგორც გაირკვა, ეს არ იყო საკმარისი და მისთვის ცალკე კამერა შექმნეს უსაფრთხოების უფრო მაღალი დონით, რომელიც ციხის ცალკეულ ფრთაში მდებარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები