„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში, ვაკის რაიონში 19 პროექტი დაფინანსდა

ვაკის რაიონის გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში, მოსახლეობის მომართვის საფუძველზე, ამ დროისთვის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის 19 პროექტია დაფინანსებული. გამგეობის ინფორმაციით, რამდენიმე მისამართზე წყალარინების ქსელების და გადახურვის განახლების სამუშაოები მიმდინარეობს, დანარჩენი პროექტების განხორციელება კი უახლოეს პერიოდში დაიწყება. კერძოდ, წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია ამ ეტაპზე 8 მისამართზე განხორციელდება, 11 მისამართზე კი მრავალბინიანი სახლების სახურავი განახლდება.
აღნიშნული პროექტების ჯამური ღირებულება 499 404 ლარს შეადგენს.
რეაბილიტაციის პროექტების ღირებულების 5% ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და მოსახლეობის მიერ კორპუსის საერთო საჭიროებებს მოხმარდება.
ამხანაგობა ვალდებულია, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსებული სამუშაოების შედეგად რეაბილიტირებული და ამხანაგობის საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა განახორციელოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები