თბილისის მერია ქეთევან დედოფლის გამზირზე დაავადებულ ხეებს ჯანსაღი ნარგავებით ჩაანაცვლებს
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერია ქეთევან დედოფლის გამზირზე დაავადებული და დაზიანებული ხეების სანიტარიულ ჭრას და მათი ჯანსაღი ნარგავებით ჩანაცვლებას აპირებს. როგორც მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, გამზირზე არსებული მცენარეების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ნაწილი დაავადებულია, ნაწილი – ხმობადი, ხოლო ნაწილი – დაზიანებული
„როგორც იცით, დაწყებულია ქეთევან დედოფლის გამზირისა და მის მიმდებარედ არსებული გამწვანებული ტერიტორიების რეაბილიტაცია. მთლიანად გვაქვს დაგეგმილი ამ გამზირის განახლება, მოწესრიგება. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, გვიწევს არსებული დაზიანებული და დაავადებული ხე-მცენარეების მოჭრა და მათი ახალი ნარგავებით ჩანაცვლება. ჩვენმა სამსახურებმა შეისწავლეს არსებული მდგომარეობა და მთლიანად გამზირზე ძალიან ცუდი სიტუაცია გვაქვს. აქედან გამომდინარე, აღნიშნული სამუშაოები ჩატარდება“, – განაცხადა კალაძემ.