თბილისის მერი: ახალი მიკროავტობუსები დაინიშნა ისეთ ქუჩებზე, სადაც დღემდე არ დადიოდა მუნიციპალური ტრანსპორტი

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 1-ელი თებერვლიდან ახალი მიკროავტობუსები დაინიშნა ისეთ ქუჩებზე, სადაც დღემდე არ დადიოდა მუნიციპალური ტრანსპორტი. მისივე თქმით, სატრანსპორტო საშუალებები ეტაპობრივად კიდევ დაემატება.

„სამწუხაროდ, თბილისში იყო დასახლებები, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი არ მოძრაობდა და იქ მცხოვრები მოსახლეობა გადაადგილებას ვერ ახერხებდა. წინასაარჩევნოდ მე პირადად მივეცი ამ ხალხს პრობლემის მოგვარების დაპირება და მინდა, გაცნობოთ, რომ 1-ელი თებერვლიდან ახალი მიკროავტობუსები დაინიშნა ავშნიანის დასახლებაში, გლდანის მეოთხე და მერვე მიკრორაიონის უკან მდებარე დასახლებებში, დიდი და პატარა ტბის მიმდებარე დასახლებაში, ასევე ინგუშეთის ქუჩაზე, ამავე რაიონში – წყაროთუბნის დასახლებაში, ვეძისის და ზემო ვეძისის ისეთ ქუჩებზე, სადაც დღემდე არ დადიოდა ტრანსპორტი. ასევე, ტრანსპორტით ისარგებლებს ბეთანიის მოსახლეობა, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩის, ავჭალის აგარაკების მცხოვრებლები. ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა გრძელდება და ეტაპობრივად, ტრანსპორტის დამატების შესაბამისად, მოხდება მათი გადანაწილება საჭირო უბნებსა და ქუჩებზე“, – აცხადებს კალაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები