დიღმის მასივის მესამე კვარტალში, კიდევ ერთ მისამართზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა

დიდუბის რაიონის გამგეობამ დიღმის მასივის მესამე კვარტალში კიდევ ერთ მისამართზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოაწესრიგა.
დიღმის მასივის მესამე კვარტლის მერვე კორპუსის მიმდებარედ, 600 კვ.მ ფართობზე ასფალტის დაზიანებული ფენა მოიხსნა, მოეწყო ახალი ბორდიურები და დაიგო ასფალტის საფარი. აღნიშნული პროექტისთვის 24 000 ლარია გამოყოფილი.
ანალოგიური ტიპის სამუშაო დიღმის მასივის მესამე კვარტლის მე-3, მე-4 და მე-5 კორპუსების მიმდებარედ ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები