კალაძე: „მოდუსისთვის“ რეკრეაციულ ზონაში მშენებლობის ნებართვა არავის მიუცია, უკანონო მშენებლობა დანაშაულია

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უკანონო მშენებლობების თითოეული ფაქტი სისხლის სამართლებრივი დანაშაულია. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, წლების განმავლობაში უნებართვო მშენებლობებთან საბრძოლველად შესაბამისი კანონი არ არსებობდა.

„კომპანია „მოდუსისთვის“ რეკრეაციულ ზონაში სავაჭრო ცენტრის მშენებლობის ნებართვა არავის მიუცია. მსგავსი ბევრი ფაქტი არსებობს, რაც გამოწვეულია იმით, რომ შესაბამისი კანონი არ არსებობდა. ძალიან დაბალი ჯარიმა იყო დაწესებული. კომპანიები თავისუფლად იხდიდნენ მას და განაგრძობდნენ მშენებლობებს. ჩვენ ამ პრობლემას დავუპირისპირდით. ჩვენი ინიციატივით, უკანონო მშენებლობები სისხლის სამართლებრივ დანაშაულად მიიჩნევა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

აღსანიშნავია, რომ კომპანია „მოდუსმა“ კერძო ტერიტორიაზე უკანონოდ ააშენა კომერციული დანიშნულების შენობა და რამდენჯერმე დაჯარიმდა. საჯარიმო თანხამ  245 000 ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები