ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 35 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 35 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 13 150 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 8 503 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 175 923 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 009 778, გარდაიცვალა 14 980 პაციენტი.