Skype-ის და FaceTime-ის წინაპარი – პირველი ტელე-ვიდეოფონი, რომლითაც ერთმანეთის დანახვა შეიძლებოდა

დღეს იშვიათად შეხვდებით ადამიანს, რომელიც არ იყენებს Skype-ს ან სხვა აპლიკაციებს ვიდეოზარისთვის. ერთმანეთის სახის დანახვა გაცილებით საინტერესოა, ვიდრე უბრალოდ ყურთან მიდებული ყურმილით საუბარი. თანამედროვე კომპიუტერული პროგრამები უჩვეულო ტელე-ვიდეოფონის შთამომავლები არიან, რომელიც აშშ-ში ჯერ კიდევ 1960 წელს იყო წარმოდგენილი საერთაშორისო გამოფენაზე. ამ ტექნიკამ ფურორი მოახდინა და გამოფენის სტუმრები ნამდვილად გააოცა.

ტელე-ვიდეოფონი „Bell“ პირველი იყო, რომელიც 1964 წლის გამოფენაზე წარადგინეს, მაგრამ ის  პოპულარული გახდა მხოლოდ შექმნიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ. დანადგარის მეშვეობით, რომელსაც ნიუ-იორკში, გრანდ სენტრალ ტერმინალის სადგურზე წააწყდებოდით, შესაძლებელი იყო გასაუბრებოდით მეგობარს ჩიკაგოსა თუ ვაშინგტონში და დაგენახათ ის პატარა ეკრანზე. ამისთვის, ადამიანი, რომელსაც ურეკავდნენ, უნდა ყოფილიყო ისეთივე სპეციალურ ჯიხურში და მიეღო ზარი. სამწუთიანი საუბრის ღირებულება 16 დოლარს შეადგენდა. დღეს ეს 121 დოლარის ეკვივალენტია. 

ახლობლების დანახვა, როდესაც ისინი ძალიან შორს არიან, დღეს არა ფუფუნების საგანი, არამედ ყოველდღიურობაა. ნახევარი საუკუნის წინ ერთი ვიდეოზარისთვის ადამიანს ძალიან ძვირის გადახდა უწევდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები