ვინ შეძლებს “მწვანე პასპორტით” სარგებლობას – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განმარტება

ვინ შეძლებს “მწვანე პასპორტით” სარგებლობას – ამ საკითხთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი განმარტებას აკეთებს და შესაბამის განცხადებას ავრცელებს.

“25 იანვრის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე გაკეთებულ განცხადებაში ეყრდნობოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის ნორმატიულ დოკუმენტს.

მინისტრის 11 იანვრის N01-9/ო ბრძანებით დარეგულირებულია იმ პირებისათვის კოვიდ-გადატანილის სტატუსის მინიჭება, ვისაც 2021 წლის 1-ელ დეკემბრამდე, რიგი მიზეზების გამო, არ აქვს ბაზაში ასახული ტესტის დადებითი პასუხი.

აღნიშნული პირები კოვიდგადატანილის სტატუსითა და „მწვანე ბარათით“ ისარგებლებენ იმ შემთხვევაში, თუ:

ა) აღნიშნულ პირებს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შეტყობინება აქვთ გაკეთებული საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში;

ბ) COVID-19-ის დიაგნოზით გადიოდნენ მკურნალობის კურსს სტაციონარში და / ან სასტუმროში;

გ) იმყოფებოდნენ ბინაზე და სამედიცინო მეთვალყურეობას გადიოდნენ ოჯახის ექიმის / დაზღვევის ექიმის მხრიდან, რის შესახებაც ინფორმაცია ასახულია საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ელექტრონულ ბაზაში;

ზემოთჩამოთვლილი რომელიმე პუნქტის შესაბამისად დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობის შემთხვევაში, სსიპ – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო უზრუნველყოფს აღნიშნულ პირებზე დამატებითი დეტალების დაზუსტებას, მონაცემების რეგისტრაციასა და სისტემაში ასახვას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები