კიევში, სასამართლოს შენობასთან არეულობაა – პოროშენკოს მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა (ფოტო, ვიდეო)

კიევში, პეჩერსკის რაიონული სასამართლოს შენობის ქვეშ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის ჩხუბი მოხდა.

პოლიტიკოსის მხარდამჭერებს კასრში ცეცხლის დანთება სურდათ, მაგრამ სამართალდამცავებმა ამის საშუალება არ მისცეს.

დღეს სასამართლომ პოროშენკოს საქმეზე აღკვეთის ღონისძიება უნდა გამოაცხადოს, შენობასთან კი მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

სამართალდამცველები შეკრებილებს კასრებს ართმევენ, ზოგიერთი მედიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები