მეცნიერული გამოგონებები, რომლებიც კაცობრიობისთვის ამოუხსნელი დარჩა

უსადენო ელექტროობა

original

ნიკოლა ტესლა – ცნობილი ფიზიკოსი და გამომგონებელი, რომელმაც დროს გაუსწრო. ტესლა 1856 წელს ხორვატიაში დაიბადა. სწორედ მას ეკუთვნის იდეა, რომელსაც კაცობრიობის განვითარების შეცვლა შეეძლო. იდეის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ აეშენებინათ უზარმაზარი სიმაღლის კოშკი („ტესლას კოშკის“ სახელწოდებით), რომელიც დედამიწის იონოსფეროს ენერგიად, ხოლო უშუალოდ ჩვენს პლანეტას გამტარად გამოიყენებდა და ელქეტროენერგიას მთელი მსოფლიოს მოსახლეობისათვის იოლად ხელმისაწვდომს გახდიდა.

1905 წელს ტესლამ ამ პროექტის რეალიზება დაიწყო, თუმცა აშშ-ში დაწყებულმა კრიზისმა პროგრამა, რომლის შესრულებასაც საკმაოდ დიდი თანხები ესაჭიროებოდა, შეაჩერა. ტესლა 1943 წელს გარდაიცვალა და  უსადენო ელექტროობის საიდუმლო საფლავში წაიღო.

მუდმივი ძრავა

original

1712 წელს იოჰან ბესლერმა განაცხადა, რომ  მუდმივი ძრავა გამოიგონა. მეცნიერი ხუთი წლი ატარებდა ექსპერიმენტებს და ბოლოს შეძლო საზოგადოების დარწმუნება, რომ მართლაც ნოვატორული რამ გამოიგონა. მოწყობილობა წარმოადგენდა ერთგვარ ბორბალს, რომელსაც შეძლო ტვირთის ატანა გარკვეულ სიმაღლეზე. ექსპერიმენტის ოფიციალურ ჩანაწერებში მითითებული იყო, რომ მოწყობილობამ 54 დღე იმუშავა ადამიანის ჩარევის გარეშე. ექსპერიმენტს თვალს ადევნებდნენ ცნობილი მათემატიკოსები, ფიზიკოსები და ფილოსოფოსები, თუმცა ვერცერთმა ვერ გამოიცნო ძრავის მუშაობის პრინციპი.

ბესლერი 20 000 ფუნტს ითხოვა თავისი გამოგონების საფასურად. ბესლერის გამოგონებით რუსეთის იმპერატორი პეტრე პირველი დაინტერესდა, თუმცა მოლაპარაკება ვერ შედგა. იოჰან ბესლერმა იფიქრა, რომ მისი გამოგონების მოპარვა სურდათ და მისი განადგურების გადაწყვეტილება მიიღო. თანამედროვე მეცნიერები დღესაც ცდილობენ ბესლერის ჩანაწერების გაშიფვრას, თუმცა უშედეგოდ.

ეგვიპტის პირამიდების საიდუმლო

original (1)

ედუარდ ლიდსკალნენი წარმოშობით  ლატვიელი იყო. მე-20 საუკუნის დასაწყისში,  აშშ-ში  ლიდსკალნენმა ე.წ. მარჯნის სასახლე ააგო, რომლის  მასშტაბები  და მშენებლობის ტექნოლოგია დღესაც თავგზას ურევს მეცნიერებს.

ედუარდს შეეძლო 30-ტონიანი ქვის ლოდები მარტოდმარტო გადაეადგილებინა. არსებობდნენ თვითმხილველები, რომლებიც ყვებოდნენ, თუ როგორ აშენებდა ედუარდი თავის სასახლეს: ორი მათგანი ამბობდა, რომ დაინახეს, თუ როგორ დაფრინავდა ლოდები ჰაერში და თავისით ეწყობოდა ერთმანეთზე, სხვები ამტკიცებდნენ, რომ ლიდსკალნენს რაღაც უცნაური მოწყობილობა ჰქონდა, რომელიც ხის შტატივს წააგავდა. სხვები ამბობენ იმასაც, რომ ედვარდ ლიდსკალნენი ფლობდა რაღაც საიდუმლო შავ ყუთს, რომელსაც სტაბილირებად მუდმივ ძრავას უწოდებდა (perpetual motion holder).

ლიდსკალნენი 1951 წელს გარდაიცავლა. ამის შემდეგ მისი სასახლე ადგილობრივი ღირსშესანიშნაობა გახდა.

ლიდსკალნენი ამტკიცებდა, რომ მან აღმოაჩინა ეგვიპტის პირამიდების აშენების საიდუმლო, თუმცა რაში მდგომარეობდა ეს საიდუმლო, მეცნიერმა  მისი გამხელა  ვერ მოასწრო ან არ მოისურვა.

ზემტკიცე პლასტმასი

3ae9cb0e0d8e63c02826314cdb41e881

ინგლისელმა გამომგონებელმა, მორის უორდმა  მე-20 საუკუნის 80-იან წლებში  თერმომდგრადი პლასტმასი შექმნა, რომელიც  10 000 გრადუსს ცელსიუს უძლებდა. უორდის ქმნილებას შეეძლო ისეთი დარტყმისთვის გაეძლო, რომლის ძალაც 75-ჯერ აღემატებოდა ჰიროსიმაში ჩამოგდებული ატომური ბომბის ძალას.

გამომგონებელმა ამ მასალას «Starlite» უწოდა. უორდის გამოგონებით NACA დაინტერესდა, თუმცა მეცნიერმა იფიქრა, რომ მისი პირმშოს ხელში ჩაგდება უფასოდ უნდოდათ, ამიტომ უორდმა უარი თქვა თავისი ყველაზე წარმატებული პროექტის გაყიდვაზე.

უორდი 2011 წელს გარდაიცვალა და ზეგამძლე მასალის ფორმულა თან გაიყოლა. მან მხოლოდ ის გაამხილა, რომ ფორმულა  20-ზე მეტ ორგანულ პოლიმერს და კერამიკის უმნიშვნელო დოზას შეიცავდა.

კოდ Т52-ის საიდუმლო

original

1940 წელს შვედეთი ორ ცეცხლსშუა აღმოჩნდა. დასავლეთში  გერმანია და ადოლფ ჰიტლერი, აღმოსავლეთში – ბოლშევიკური რუსეთი. ამ რთულ პოლიტიკურ სიატუაციაში შვეცისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო სცოდნოდა, რა ხდებოდა და რა ზრახვები ჰქონდა, როგორც ერთ, ასევე მეორე მხარეს.
შვედებმა სპეციალური აპარატის, T52 -ის კოდის გაშიფრვა გადაწყვიტეს, რომელსაც გერმანელები ზესაიდუმლო ინფორმაციის გადასაცემად იყენებდნენ. T52-ის მიერ გადაცემული ნებისმიერი შეტყობინების გაშიფრვა შეუძლებლად ითვლებოდა, თუმცა შვედმა მათემატიკის პროფესორმა, არნე ბიორლინგმა არამარტო შეძლო T52 -ზე დაბეჭდილი შეტყობინებების გაშიფვრა, არამედ მანქანის კოდის ამოხსნაც მოახერხა. შვედები იყვნენ პირველები, ვინც შეიტყვეს, რომ ჰიტლერი სსრკ-ზე თავდასხმას აპირებდა.

როცა ბიორლინგს კითხეს, როგორ მოახერხა მანქანის კოდის ამოხსნა, მან განაცხადა: „ილუზიონისტი არასოდეს არ ამხელს თავისი ტრიუკის საიდუმლოს’“. 1986 წელს ბიორლინგი გარდაიცვალა და საიდუმლო საფლავში წაიღო. ამ შიფრის ამოხსნა  დღემდე ვერავინ ვერ შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები