როდის ჩაეყარა საფუძველი მადლიერების დღის ტრადიციას და რა კერძებით ხვდებიან დღესასწაულს ამერიკული რესტორნები
მადლიერების დღე, როგორც დღესასწაული, კანადასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში 1863 წლიდან, აბრაამ ლინკოლნის გადაწყვეტილებით აღინიშნება. ის საერო დღესასწაული და უქმე დღეა. პირველად მადლიერების დღე აღინიშნა 1621 წელს პლიმუთში, სადაც ახალჩასულმა მიგრანტებმა მადლიერება გამოხატეს ინდიელების მიმართ, რომლებმაც ისინი შიმშილით სიკვდილს გადაარჩინეს.
„75 წაბლი“, ბოსტონი
ახალი ინგლისის სიღრმეში, ცისფერსისხლიანთა ქვეყანაში, მყუდრო, ქალაქური, წითელი აგურით ნაგები ბისტრო დგას. აქ ამერიკული ძველი სკოლის კომფორტული საკვებია, როგორიცაა „quahog chowder“ და ბეკონი. ხოლო ნოემბრის თვის მეოთხე ხუთშაბათს – ბატის საფირმო კერძი აქვთ. მენიუშია: გოგრის ღვეზელი, შემწვარი ინდაური, ხოლო დესერტად – ტკბილი ღვეზელი.
„სკილეტი“, არკანზასი
მთიან არკანზასში მადლიერების დღე წარმოუდგენელია ცენტრალურ პარკში ოზარკსის ხალხური ღონისძიების გარეშე. ეს ცოცხალი ისტორიის ობიექტია, რომელიც ეძღვნება ოზარკსის მდიდარ ბუნებრივ და კულტურულ მემკვიდრეობას. მისი სცენა მთის ხედზე იშლება. ცოტახნით არკანზასი „მსოფლიო ხალხური მუსიკის დედაქალაქად“ იქცევა. მადლიერების უზარმაზარი დღესასწაული პარკის რესტორანში, სკილეტში აღინიშნება. მენიუში სამხრეთული ასორტიმენტია. ტიპური წარსულის მენიუ: შემწვარი ქათამი, საქონლის ხორცი, შემწვარი ინდაური, ლორი შემწვარი ანანასითა და ბოსტნეულის გარნირით.
„აკაშა“, კალიფორნია
თუკი ლოს-ანჯელესში ხართ, შანსი გაქვთ, რომ ჰიპურ კულვერ სითის რესტორანში მოხვდეთ. ესაა რესტორანი, რომელიც უპირატესობას ორგანული პროდუქტებსა და ადგილობრივი ფერმების ნაწარმს ანიჭებს. „აკაშის“ შემოქმედებითი მადლიერების სადღესასწაულო ნიმუში მოიცავს: შემწვარი ყვავილოვანი კომბოსტოს ორცხობილა, შემწვარ ინდაურს ადგილობრივი ფერმიდან, რომელსაც თან ახლავს წაბლის გარნირი (ან დასავლეთ სანაპირო თევზი თუ ინდაური არ გიყვართ) და, რა თქმა უნდა, ტკბილეული – გოგრის ღვეზელი, პეკანისა და ქოქოსის სოუსი და სხვა.
„კადოტის რესტორანი“, დალასი
ჩრდილოეთ დალასის ეს რესტორანი 2009 წლიდან საოცარ ფრანგულ სამზარეულოს გვთავაზობს. რესტორნის შეფ-მზარეულია ჟან-მარი კადოტი. მისი ოჯახი ფრანგულ სამზარეულოსა და სტუმარმასპინძლობის ინსტიტუტს 1700-იანი წლებიდან მისდევს. მადლიერების დღის მენიუ ასე გამოიყურება: ველური სოკოს სუპ-კრემი, შემწვარი ინდაური მოცვის, ვაშლის, მწვანე ლობიოსა და ტკბილი კარტოფილის გარნირით; სიმინდის პური, გოგრის ღვეზელი.
„ვრიგლის სახლი“, ფენიქსი
„ვრიგლის“ საღეჭი რეზინის მწარმოებლის, უილიამ ვრიგლის ყოფილი ზამთრის რეზიდენცია ახლა ღონისძიებათა ჩასატარებელი ადგილია: მოჩვენებების სახლი და მადლიერების დღე, 360°-იანი ხედი ფენისქსის მთიან კალთაზე. მადლიერების დღის სადილი ხალხს ბუფეტის სტილში ემსახურება, სთავაზობს ისეთ საუზმეს, როგორც ტრადიციული მადლიერების დღის საუზმეა. წინა წლებში ფურშეტი შედგებოდა: ინდაურის, ნეკნებისა და ცხვრის ფეხისგან, ამასთანავე ომლეტების, სალათებისა და ცივი ზღვის პროდუქტების ასორტიმენტისგან.