ავიაკატასტროფები, რომლებმაც მსოფლიო შეძრა

1988 წლის 3 ივნისი. ავიაკომპანია Iran Air-ის საჰაერო ხომალდი, Airbus A300B2-203 თეირანიდან დუბაის მიმართულებით მიფრინავს. აფრენიდან რამდენიმე წუთში თვითმფრინავს ხომალდი – ჰაერი ტიპის რაკეტა მოხვდა. ამერიკული სარაკეტო კრეისერის, Vincennes-ის თავდასხმას Airbus A300B2-203-ის ბორტზე მყოფი 290 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

1_online

უკრაინა, დონეცკის ოლქი. მალაიზიური Boeing 777 ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიფრინავს. დონბასელი სეპარატისტების მიერ გაშვებულ რაკეტას 283 მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი შეეწირა.

2_online

1980 წლის 19 აგვისტო. საჰაერო ხომალდს, რომელიც ყარაჩიდან  ჯიდაში მიფრინავდა, მოულოდნელად ცეცხლი გაუჩნდა. პილოტები იძულებულები გახდნენ, თვითმფრინავი ელ-რიადში დაესვათ, თუმცა კატასტროფის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა. აეროპორტის სამაშველო სამსახურებმა თვითმფრინავის კარი 23 წუთის დაგვიანებით გააღეს. ბორტზე მყოფი 301 მგზავრის და ეკიპაჟის წვრების გადარჩენა ვერ მოხერხდა.

3_online

1985 წლის 23 ივნისი, მონრეალი. Boeing 747-მა კურსი ლონდონისკენ აიღო. ჰიტროუს აეროპორტიდან 10 კილომეტრში თვითმფრინავის ბორტზე აფეთქება მოხდა. ტერორისტულ შეტევას ეკიპაჟის 22 წევრი და 307 მგზავრი ემსხვერპლა.

4_online

Turkish Airlines-ის McDonnell Douglas DC-10-1 პარიზიდან სტამბოლის მიმართულებით გაფრინდა. აფრენიდან 6 წუთში 3500 მეტრის სიმაღლეზე მოულოდნელად სატვირთო განყოფილების კარი გაიღო. დეკომპრესიის შედეგად თვითმფრინავმა მართვა დაკარგა და 1974 წლის 3 დეკემბერი McDonnell Douglas DC-10-1-ის 346 მგზავრისა და ეკიპაჟისათვის უკანასკნელი რეისი აღმოჩნდა.

5_online

349 ადამიანი ემსხვერპლა Boeing 747-168B-ისა და il-76-ის შეჯახებას 4 ათას მეტრ სიმაღლეზე. ეს ტრაგედია 1996 წლის 12 ნოემბერს ინდოეთის ქალაქ ჩარხი დარდის თავზე დატრიალდა.

6_online

1985 წლის 12 აგვისტოს აფრენიდან 12 წუთში Boeing 747SR-46-ს მართვის სჭეები მოეშალა. 32 წუთის განმავლობაში ეკიპაჟი თვითმფრინავზე მართვის დაბრუნებას ცდილობდა, თუმცა ამაოდ. ავიაკატასტროფას  ტოკიო-ოსაკას რეისის 520 ადმიანი ემსხვერპლა.

7_online

583 დაღუპული – ასე დასრულდა ტენერიფეს აეროპორტში ჰოლანდიური KLM-ისა და  Pan American-ის ბოინგების შეჯახება. პილოტების შეცდომა ასაფრენ ზოლზე და 1977 წლის 12 მარტი ისტორიაში უდიდესი ავიკატასტროფის თარიღად შევიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები