ოთარ ჩოკოშვილი: “ომიკრონის” შტამმა უკვე დაიწყო ქვეყანაში სწრაფი გავრცელება
ეპიდემიოლოგ ოთარ ჩოკოშვილის განცხადებით, კორონავირუსის ახალმა შტამმა – “ომიკრონმა” ქვეყანაში სწრაფი გავრცელება უკვე დაიწყო.
მისივე თქმით, “ომიკრონი” “დელტა” შტამს ნელ-ნელა ანაცვლებს.
“ომიკრონით” ინფიცირებული პაციენტები ქვეყანაში უკვე ძალიან ბევრია. “ომიკრონის” შემთხვევები დიაგნოსტირებული რაც არის, იმაზე მინიმუმ სამი ან მეტი შემთხვევა მაინც არის. დაავადება თუ მსუბუქად მიმდინარეობს, ზემო სასუნთქი გზების სიმპტომების გამოხატვით – დიდი ალბათობით, ეს “ომიკრონის” შტამია, რომელმაც უკვე სწრაფი გავრცელება დაიწყო და ნელ-ნელა “დელტა” შტამის ჩანაცვლებას იწყებს”, – განაცხადა ჩოკოშვილმა.