თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის აბონემენტების გაყიდვა განახლდა

თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის აბონემენტების გაყიდვა განახლდა. ახალი სამგზავრო ბარათების აღება მეტროსადგურებშია შესაძლებელი. გარდა ამისა, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევრიდან აბონემენტების გაცემა „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალებშიც დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ახალი აბონემეტების გაყიდვა 5 იანვრიდან დაიწყო, თუმცა, ბარათებზე არასწორად დატანილი სიტყვის  („საბაგირო“, რომლის მაგივრადაც „საბაგარო“ ეწერა) გამო, ბარათების გაცემა 9 იანვარს 1 დღით შეწყდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები