ოჩამჩირის ე.წ. გუბერნატორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს – ბიგვავა 31 დეკემბრის ინციდენტზე გამოიკითხა

ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ოჩამჩირის ე.წ. ხელმძღვანელი, ბესლან ბიგვავა ე.წ. თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ბიგვავას გადაყენებით, ფაქტობრივად, დადასტურდა, რომ ის ახალი წლის ღამეს მომხდარ ინცინდენტში მონაწილეობდა.

31 დეკემბერს სოხუმის სასტუმრო “გარუდაში”, სავარაუდოდ ბიგვავამ, ორი ადამიანი დაჭრა. მომხდართან დაკავშირებით, ბიგვავა პოლიციამ უკვე გამოკითხა. გავრცელდა ვიდეოჩანაწერიც, რომელიც სროლის შემდეგ არის გადაღებული და ინციდენტის თითქმის ყველა მონაწილეა ასახული.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღიდან დე ფაქტო ოჩამჩირის რაიონის ადმინისტრაციის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, ბესლან ბიგვავა ისროდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები